вторник, 12 декабря 2017 г.
გაკვეთილი ,,ოქრომრავალი კოლხეთი"
გაკვეთილის რეფლექსია
მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 4 დეკემბერს,IX კლასში ჩავატარე ხელოვნების გაკვეთილი თემაზე ,,ოქრომრავალი კოლხეთი“.გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობდა ე.ს.გ.-დან რომლის ფორმულირებაც შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე: მოსწავლეები გაიხსენებენ კოლხეთის მდებარეობას და მით სარგონავტების შესახე; მოსწავლეები გაიგებენ და აღწერენ კოლხური კულტურის უმთავრეს მახასიათებლებს; შეადარებენ ბერძნული და კოლხური კულტურის ნიმუშებს, მოახდენენ
მსგავსება-განსხვავეის აღმოჩენას; მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი აზრის გამოთქმას და არგუმენტირებულ მსჯელობას. ხანგრძლივობა იყო 40წთ. გაკვეთილს დაესწრო 27 მოსწავლე არ ესწრებოდა 4 საპატიო მიზეზის გამო. გაკვეთილზე ვიმუშავე გეგმის მიხედვით.
დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი.წინარე ცოდნის გასააქტიურებლად,კითხვა-პასუხის მეთოდით მოსწავლეებმა გაიხსენეს ძვ.კოლხეთის მდებარეობა რუკაზე ჩვენებით და მითი არგონავტებზე. შემდეგ აქტიური ლექციის გამოყენებით მოსწავლეებს გავაცანი ინფორმაცია კოლხური ოქროს და ოქრომჭედლობის უნიკალურობის შესახებ,რისთვისაც გამოვიყენე სახელმძღვანელო. მოსწავლეებმა გამოიჩინეს ინტერესი და დისკუსიის ფორმით გაიმართა მსჯელობა. ამ მეთოდით მოსწავლეებმა თანდათან ააგეს ცოდნა თემის ირგვლივ.დისკუსიაში ჩართული ვიყავი მეც,როგორც დამხმარე.მომდევნო აქტივობა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და გამოიწვია მოსწავლეთა განწყობის ამაღლება,კერძოდ, Power-Point-ში წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს გავაცანი ვანში აღმოჩენილი ძვ.კოლხური სამკაულები.ამ ფორმით მოსწავლეებში გავააქტიურე ვიზუალურსივრცითი უნარი,რაც დამეხმარა მომდევნო აქტივობაში,რომელიც გულისხმობდა წყვილებში ძვ.კოლხურ და ძვ.ბერძნულ ნამუშევრებში მსგავსება-განსხვავების დადგენას Venni-ს დიაგრამის გამოყენებით. მომეჩვენა,რომ მოსწავლეებმა საინტერესოდ შეასრულეს დავალება. ნამუშევრების პრეზენტაციისას მათ არგუმენტირებულად იმსჯელეს და გააკეთეს დასკვნები.ეს აქტივობა შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით წინასწარ შემუშავებული და მოსწავლეებთან შეთანხმებული კრიტერიუმების გამოყენებით.დატვირთული დავალების შესრულების შემდეგ,მცირე განტვირთვისთვის გავაკეთე პრეზენტაცია ,,კოლხური საგანძური“ Power-Point-ის საშუალებით.ამ პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს თემის შეჯამების მიზნით, მიეცათ საშუალება ამოეცნოთ, გაკვეთილზე შესწავლილი, ეროვნული ზარაფხანის მიერ თანამედროვე კოლექციაში გამოყენებული ძვ.კოლხური ოქრომჭედლობის ელემენტები,ამ აქტივობის შესაფასებლად გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება. მოსწავლეებს მოეწონათ პრეზენტაცია,ზოგიერთმა გამოთქვა სამკაულების შეძენის სურვილი.გაკვეთილის ბოლოს შევაფასე ორი მოსწავლე საკლასო მსჯელობაში-განმსაზღვრელი შეფასებით(წინასწარ შემუშავებული და მოსწავლეებთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით).გაკვეთილის თემით შევძელი კლასის დაინტერესება და მოსწავლეებმა მოისურვეს ექსკურსია თბილისის სახელმწიფო ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ზარაფხანაში.გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება: მომდევნო გაკვეთილისთვის,საკუთარი ფანტაზიით,დახატონ რომელიმე სამკაული და გამოიყენონ კოლხური ელემენტები.
ვფიქრობ,რომ გაკვეთილი იყო შედეგიანი,შევძელი მოსწავლეთა დაინტერესება და აქტივობებში ჩართვა,რაშიც დამეხმარა ჩემს მიერ Power-Point-ში აწყობილი პრეზენტაციები.თუმცა კარგი იქნებოდა გამომეყენებინა დაწყვილებული გაკვეთილი და გამეზარდა დისკუსიის და მოსწავლეთა პრეზენტაციის დრო,რადგან მომეჩვენა,რომ ზოგიერთ მოსწავლეს სურდა დამატებით გამოეთქვა საკუთარი აზრი.კარგი იქნება,მომავლისთვის,შეძლებისამებრ,გაკვეთილი ჩატარდეს ეროვნულ მუზეუმში.
მასწ:თ ქართველიშვილი
5.12.2017ს.წ.
გამოყენებული რესურსები აქტივობისთვის
შეფასების სქემები
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ხელოვნება თემა ,,სიმეტრია,, 6კლ
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მათემატიკის მასწავლებელი: ლანა ნიჟარაძე ხელოვნების მასწავლებელი: თ.ქ თარიღი: კლასი: VI მოსწავლეთა რაოდენობა :...
-
გაკვეთილის რეფლექსია მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 4 დეკემბერს,I...
-
მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 11 მაისს,VII კლასში ჩავატარე ხელოვნების გაკვეთილი თემაზე ,,ანრი მატისი-დიდი ბავშვი“.გაკვეთილ...
-
ინკლუზია ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩართვას ნიშნავს. ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები...
Комментариев нет:
Отправить комментарий