вторник, 25 марта 2025 г.

პროექტი ,,ჩემი სოფელი ბაკურციხე"

ბაკურის კოშკი-კოშკი დგას სოფლის დასავლეთ ნაწილში ე.წ. ზემო უბანში.განეკუთვნება გვიან შუასაუკუნეებს. კოშკი სწორკუთხა ფორმისაა,ზემოთ თანდატან დავიწროებული(სიმ.11მ, კედლის სისქე 0,9მ),ნაგების საშუალო ზომის რიყის ქვით.დაზიანებულია:შემორჩენილია სამი სართული და მეოთხე სართულის მცირე ნაწილი.კოშკი სიმაღლეზე დაბზარულია,სართულქვეშა ხის გადახურვა მთლიანად ჩაქცეულია.შესასცლელი თაღოვანი კარი აღმოსავლეთიდანაა.ოირველი სართულის ოთხივე კედელი ყრუა სათოფურების გარეშე.დასავლეთ კედელზე დიდი თაღოვანი ბუხარია.მეორე და მესემე სართულზე გაჭრილია სათოფურები. - ღვთისმშობლის ეკლესია - დარბაზული ტიპის (5,8x4,4მ) ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 1,5 კმ ზე ზედა დასახლების სასაფლაოზე სავარაუდოდ განეკუტვნება გვიან სჰუა საუკუნეებს.ნახევრად დანგრეულია ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ ტლანქად აღუდგენია.აგებულია საშუალო ზომის რიყის ქვით,ნატეხი ქვით და დუღაბით.შესასვლელი დასავლეთიდან.დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით,საკურთხევის სარკმლის გარდა. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია - დარბაზული (12,4x7,6მ) ტიპის ნაგებობა დგას სოფლის დასავლეთ ნაწილში განეკუთვნება მეცხრამეტე საუკუნეს.ნაგებია რიყის ქვითა და აგურით,კედლები შიგნიდან შლესილი და შთეთრებულია,შესასვლელი არის ორი, სამხრეთიდან და დასავლეთიდან.აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც შეისრული თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი.ინტერიერს კიდევ 4 შისრულთაღოვანი სარკმელი ამშვენებს. წმ . სამების ეკლესია- სოფლის ცენტრალურ ნაწილში მდებადე გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული(7,1x 3,9მ) ტიპის ნაგებობა.ნაგებია რიყისა ნატეხი ქვით.2009 წელს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები,აღდგენილ იქნა კამარის თავზე არსებული სატავსო.შესასვლელი ორია სამხრეთიდან და დასავლეთიდან. -წმ ბარბარეს სახელობის ეკლესია - ეკლესია დგას მაღალაურად წოდებულ ადგილას,ქუმსიაშვილების უბანში.ეკლესია მთლიანადაა დანგრეული,შმორჩენილია მხოლოდ ჩრ.კედლის მცირე მონაკვეთი (სიმ.-1.5მ) რომელიც რიყის ქვითა და რკინის დუღაბითაა ნაგები.2004 წელს ეკლესისს დასავლეთით ათიოდე მეტრზე აშენდა თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესია, რომელიც ფრესკებითაა მოხატული. - წმ გიორგის (გომართის ) ეკლესია - დარბაზული ტიპის ეკლესია დგას სოფლის სამხრ.დას-ით 1კმ-ზე.სასაფლაოს ტერიტორიაზე,განეკუთვნება გვიანდ.შუა საუკუნეებს.ნაგებია რიყის ქვით.შიგნიდან და გარედან შეულესავი და ღარისებური კრამიტით გადახურული.შესასვლელი დასავლეთიდანაა. -სარაჯიშვილების მამული-მდებარეობს სოფლის სამხრეთ ნაწილში.განეკუთვნება XIX ს.ეკუთვნოდა საზოგადო მოღვაწეს,კონიაკის წარმოების ფუძემდებელს დავით სარაჯიშვილს(1848-1911წ.წ.). სახლი ერთსართულიანია(18,5x12მ).ნაგებია ძირიტადად აგურით.შიგნიდან და გარედან შელესილია.2012წ.ბიზნესმენ გ.კალანდაძის მიერ შენობა გარემონტდა და კრამიტით გადაიხურა.შენობას აქვს მარანი. -წმ.გრიგოლ ფერაძის მემორიალური მუზეუმი -ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი და არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში დაიბადა.სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. ფონდის ინფორმაციით, სახლის შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და იქვე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ქართველი თეოლოგის, ისტორიკოსის და არქიმანდრიტის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის (1899-1942 წწ.) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 174 ექსპონატი. 1995 წელს მამა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 2013 წლის 26 სექტემბერს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. “ჩალაუბნის ხევის ერთ მხარეს ახლაც დგას მრავალი გასაჭირისა და განსაცდელის მოწმე ბაკურის ციხე. მისი უსახურავო კედლები ბევრი ვაისა და ვარამის გამგონე და მნახველია. იგი ომების, თავდასხმების, ხალხის აწიოკებისა და უბედურებათა მომსწრეა, მაგრამ მუნჯია, უსიტყვოა. ბაკურციხეო, როცა ვამბობთ, ანაზდეულად როდი ვფიქრობთ ზემოთ თქმულს, ჩვენ ამ ქართულ ოთხმარცვლოვან სიტყვაში დუღაბიანი სახლებით დამშვენებულ კეთილმოწყობილ სოფელს წარმოვადგენთ. ეს იმიტომ, რომ ასე შეიცვალა დრომ თვითუბერებელი, მაგრამ მრავლის მთქმელი სიტყვის შინაარსი. ამ ცვლილებების უტყუარი ნიშანია იმავე ჩალაუბნის ხევის მეორე მხარეს, ციხის საპირდაპიროდ, აღმართული ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის კორპუსები და მისი სასწავლო მეურნეობა ზვრებითა და ხეხილის ბაღებით დამშვენებული. იგი ჩვენს დროზე, ახალ ბაკურციხეზე ღაღადებს, რადგან ეს ტექნიკუმი არის, დიდებული ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოდნის განძი, ცოდნის ლამპარი, ცოდნის აკვანი, მადლიანი სიმდიდრე.” ცოდნის აკვანი ბაკურციხეში გამომცემლობა – ,,საბჭოთა საქართველო” ავტორი – ნიკოლოზ აბზიანიძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. განახლებული სახლ-მუზეუმი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ, წმ. გრიგოლ ფერაძის შთამომავლობამ და პოლონური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გახნსეს. გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარები, დიპლომატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. პოლონურმა დელეგაციამ სახლ-მუზეუმს წმ. მღვედლმოწამე გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გადასცეს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. სახლის შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და იქვე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი. ბაკურციხეში ხშირად ჩადიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები, ამიტომ, მოეწყო ერთგვარი სადისკუსიო სივრცე: შეხვედრების დარბაზი. ასევე, მოხდა არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვა. პროექტის ღირებულება 396 693,00 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის მიზანია სახლ-მუზეუმის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა.გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. განახლებული სახლ-მუზეუმი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ, წმ. გრიგოლ ფერაძის შთამომავლობამ და პოლონური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გახნსეს. გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარები, დიპლომატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. პოლონურმა დელეგაციამ სახლ-მუზეუმს წმ. მღვედლმოწამე გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გადასცეს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. სახლის შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და იქვე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი. ბაკურციხეში ხშირად ჩადიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები, ამიტომ, მოეწყო ერთგვარი სადისკუსიო სივრცე: შეხვედრების დარბაზი. ასევე, მოხდა არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვა. პროექტის ღირებულება 396 693,00 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. ამ ლექსის შინაარსს თუ დავუკვირდებით, ვაჟა-ფშაველამ სწორედ მეფე ბაკურს მიუძღვნა ეს ლექსი. _ გვიამბე, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა? როგორ დაეცნენ ლეკები ბაკურის ციხე-ეზოსა? _ არ მინდა, ძველი დარდები რომ გულში აიწეწოსა. მე რა ვთქვა? უნდა კაცობა ბაკურმა დაიკვეხოსა… ჩემფერეების სიცოცხლე სამარემ დაილეკოსა. _ რად იტყვი, კაცო, მაგასა თავს რადა სწიხლავ ფეხითა? _ სიმართლით მარტო ეს მეთქმის. მაშ ტყუილი ვთქვა კვეხითა? ვერ შავძელ იმის მხრის ჭერა, ვერ მოვკვდი, _ სული მეტკბილა… ბაკურის ომი და ქცევა ნეტავი თვალით გეხილა! გული მკლავს, ცოცხლად რისთვისა მტერს ჩაუვარდი ხელშია, _ ამისგან ეხლა ფიქრები შხამად ამომდის ყელშია. თავის აღება არ მწადის, ვეღარც გავშლილვარ წელშია. _ ხომ არ გაექე, რა ვუყოთ, არ დაგაცალეს სიკვდილი… ის რისთვის გესირცხვილება, რაიც არ არის სირცხვილი? ჩვენც ვიცით, აგრევ გავიგეთ ამბავი კილოკავადა; ერთმაც არ დაგგმო, ღვთის მადლმა, არ მოგიხსენა ავადა. გენუკავთ, ომის ამბავი ეხლა გვიამბო თავადა. _ დიდი მოვიდა მტრის ჯარი, გარს შემოგვერტყა ღობედა, შვიდ დღეს ვიგერეთ თოფებით, მრავალი კიდევ ვხოცეთა; დიაცნი წამალს გვიწყავდენ, _ ქების ღირსნია სწორედა!.. მერვე დღეს ტყვია-წამალი გასწყდა, გათავდა სრულადა და ჩვენი შრომაც მაშინვე ჩავთვალეთ დაკარგულადა. უძილო, მშიერ-მწყურვალნი, _ მტერს, რომ ჩვენ მაშინ ვიყვენით! ბედმა გვიმუხთლა ტიალმა, გავცუდდით, გავირიყენით, მოდგა და მოდგა მტრის ჯარი, ციხის მოერტყა ლიბოსა; რჩებოდა ჩვენი ქავ-ციხე გულხადარას და დიდოსა. “უნდა ცოლ-შვილით მტერს დავრჩეთ, სირცხვილი კისრით ვზიდოთა! მას მემრე ტანზე აბჯარი როგორღა დავიკიდოთა?!” ცეცხლად გადიქცა ბაკური, მარტო ოხვრად და კვნესადა… გული ჰქცევია ტალადა, თვალები უჩანს კვესადა. “ვაჰ დედას მტრისას!” _ ესა სთქვა, ხელი გაივლო ხმალზედა: “ისევ მე დაგხოცთ!” _ და ცოლ-შვილს თავები დასჭრა წამზედა. მტერს მიეგება ციხის კარს, მეც იმას მივყევ კვალზედა. გაუხტა ხმალმოღერებით, ფრანგულმა გაიცინაო; თორმეტი მოჰკლა ციხის კარს, ერთურთზე დააწვინაო. ვეფხვსა დააცვდა კლანჭები, ბაკურმაც დაიძინაო. დავალებული გულისა უნდა ამოთქვას ენამა: წყლულები საქართველოსი გაიგო შენმა სმენამა. მეც ამატირა ბევრჯელა შენს თვალზე ცრემლის დენამა. ნეტავი, ბევრი გაზარდოს შენისთანები დედამა! “სახელოვანი მეფე ქალის – თამარის გარდაცვალების შემდეგ მისმა ვაჟმა ლაშა გიორგიმ და ქალიშვილმა რუსუდანმა იმეფეს პირველმა 1222 წლამდე, ხოლო მეორემ 1245 წლამდე. მათი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ე. წ უმეფობის ხანა, მონღოლთა ბატონობის ხანა.აი, ამ დროის შესახებ აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი წერს-“ქართველი ჟამთააღმწერლის ცნობით, მთელი საქართველო მონღოლებს სულ 8 დუმნად გაუყვიათ : აღმოსავლეთითგანრომ დავიწყოთ, პირველი დუმანად შამახიის მთებიდან მოყოლებული ტფილისამდე გადაჭიმული მტკვრის ჩრდილოეთ მდებარე მთელი ფარდობის – ჰერეთს, კახეთისა და კამბეჩიანის თემების სპა გამოუყვიათ.ამ დუმანის უფროსად კი მათ ეგრალსან ბაკურციხელი დანიშნეს.”-წერს ნიკოლოზ აბზიანიძე წიგნში “ცოდნის აკვანი ბაკურციხეში”. ეგრალსან ბაკურციხელი იყო ნიჭიერი, თავის საქმეში კარგად გაცნობიერებული და მეტად მკაცრი.მის სიტყვას ყველა ასრულებდა. ვინ იყო ეგრალსან ბაკურციხელი? ძველი ქართველი მოღვაწეები უმეტეს შემთხვევაში, ატარებდნენ წარმოშობის/დაბადების ადგილის მიხედვით ნაწარმოებ გვარს, მაგალითად:იყალთოელი, თბილელი და მრავალი სხვა. ასეთების რიცხვს მიეკუთვნებოდა ეგარსლან ბაკურციხელიც. ეგარსლან ბაკურციხელი ყოფილა მეცამეტე საუკუნისთვის ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, როგორც ჩანს იგი წარმოშობით დიდგვაროვანთა წრესაც მიეკუთვნებოდა.მისი გვარიდან გამომდინარე ის ატარებს ბაკურციხიდან წარმოებულ, წარმოქმნილ გვარს- “ბაკურციხელს “, აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ ის რომ, შუა საუკუნეებში, კონკრეტულად, მეცამეტე საუკუნეში სოფელი ბაკურციხე უკვე არსებობდა. ბაკურციხეში ყოველი მიწის ნაწილი თავისებური ისტორიის მქონეა: „გორიელები“, „ნახიზნარი“, „ინაბოძი“, „დამპალა“, „უძირო“, ყურყურა“ “კოდა“, „ხილაბანდა“, „ბამბამკორომი“, „უკვდავისეული“, „ლაბაშა გუბე“ „თვალწყალი“, „დიდშარა“, „შათირიშვილისეული“, „ახოები“, „გრძელები“ „ნიკუტას ახო“, „ჩალები“, „ურო“, „ბუიღელე“, „ოლე“, „გომართი“, „ყურე“, „პიცუნდა“, „„ბარჯისხევი“, „ჩალაუბნის ხევი“, „ფიქრის გორა“. „პაპუნას წყალი“.-ასე ჰქვია ბაკურციხის ადგილებს, რატომ?- ამაზე სოფლის უხუცესები მოგვითხრობენ. გორიელები – მას გორამიწასაც ეძახიან. გადმოცემით ეს ადგილი ჩვეულებრივი ვაკე ყოფილა. თამარ მეფის ლაშქარს აქ ფეხები დაუფხეკია და წანაფხეკი მიწისაგან გორა დამდგარა. 1980 წელს გორიელებზე არქეოლოგებს აღმოუჩენიათ სამარხები, რომლებიც ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. ამის შესახებ ცნობები მოცემულია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში. /1977წ. ტომი II გვ 162/ ნახიზნარი – იგი სოფლის სამხრეთით ჩალაუბნის ხევის მარცხენა მხარეს ტყიანი ადგილია. შიშიანობის დროს მოსახლეობა ამ ტყეში იხიზნებოდა თავის გადასარჩენად. ხალხს იქ ეკლესიაც აუშენებია წმინდა გიორგის სახელობისა. არის გამოთხრილი ადგილები /ქვაბულების ფუნქციას ასრულებდა/, პატარ-პატარა ნანგრევები. ინაბოძი – არის სოფლის ბაღ-ვენახების ბოლოს, ალაზნის გაღმა. აქ პატარა წყალი ჩამოდის-ნინოს წყალი. ჩვენში ქრისტიანობის გავრცელებისას აქ მოსულა წმინდა ნინო. ნინოს აქ ჩაუგდია ხის ბოძი, რომელზეც ხის ჯვარი ყოფილა გამოსახული. ხალხს მისთვის „ნინას ბოძი“ შეურქმევია. დროთა განმავლობაში დაიკარგა თავკიდური ნ და ნათესაობითი ბრუნვის ნიშანის თანხმოვნითი ნაწილი /ს/ და მივიღეთ ინაბოძი. დამპალა – ამ ადგილზე მიწა მეტისმეტად ტენიანია; ადრე აქ ჭაობი ყოფილა, რასაც რგავდნენ ყველაფერი ლპებოდა, ფუჭდებოდა. შემდეგ გაკეთდა საწრეტი არხები, ნიადაგი სახნავ-სათესად ვარგისიანი გახდა. უძირო – დამპალასთან ახლოსაა, ალაზნის არხის ქვევით. ძალზედ ჩაღრმავებული ადგილია. ამოდის სუფთა კამკამა წყალი. ამ ადგილას წყლის დასალევად მისული საქონელი ხშირად ვარდებოდა შიგ და სწრაფად იძირებოდა. ჩალები – ტენიანი, გაუვალი ჩალიანი ადგილი იყო. აქაც გააკეთეს საწრეტი არხები. მიწა საოცრად ნოყიერი აღმოჩნდა სავენახედ. ამ ადგილის ზემოთა ნაწილს წარაფი უწოდეს /”წარაფი” ეკალ-ბარდებით დაფა- რულს ნაშნავს/, ქვემოთას კი- ჩალები. ურო – ურო ბალახიანი ადგილი იყო /ეს არის ერთგვარი წვრილღეროიანი, უხეში ბალახი. მას საქონელიც კი არ ჭამს/ ოლე – ამ ადგილას ამოდის პატარა წყალი. ხალხი მას ოლეს ეძახის. მლაშობი ადგილია, მწირი ნიადაგი. ყურე – სოფლის ბაღ-ვენახების ბოლოში ალაზანი რკალივით მოდინება. მდინარის კალაპოტი იმდენად არის მოხრილი, რომ ყურის ფორმა აქვს იმ ადგილს. იქ ეკლესიაც ყოფილა, მაგრამ 1949 წელს კომუნისტებს დაუნგრევიათ. კოდა – ამოდის მიწიდან წყალი ზუსტად ვერხვის ძირთან. ვერხვის ხე გადაუჭრიათ, მოუკოდიათ. შიგ წყალი დგება და ხალხი სასმელად აქედან იღებს წყალს. ბამბამკორომი – ამ ადგილას ძველად ბამბა ითესებოდა. ადგილი დიდია- 86 ჰექტარი, ამიტომ პატარ-პატარა ადგილებად, კორომებად იყოფოდა თესვისას. აქედან მივიღეთ ეს ტოპონიმი. უკვდავისეული – სოფელში ცხოვრობდა დიდი მამულების მფლობელი კაცი, ზაქარია ბეჟაშვილი, რომელმაც 105 წელი იცოცხლა. ბავშვობაში ავად გამხდარა. მისი გადარჩენის იმედი დაუკარგავთ. ჰგონებიათ მოკვდა და დაკრძალვის დღეც დაუნიშნავთ. მაგრამ შემდეგ გამოჯამრთელებულა. ხალხმა მას უკვდავი შერქვა. მისი მამული დღეს სხვათა კუთვნილებაა, მაგრამ ამ ადგილებს მაინც უკვდავისეულს ეძახიან. თვალწყალი – სათვალიო, ლამაზი ადგილია კოლაგისა და ბაკურციხის მიჯნაზე. მუშაობის შემდეგ ორივე სოფლის ხალხი აქ იყრის თავს დასასვენებლად, რომ “თვალს წყალი დაალევინონ”. დიდშარა – /ანუ დიდი შარა/ გადის ალაზნის არხის ძირზე,შარაგზაა, იგი აკავშირებს ახმეტას წნორთან. აქ გადიოდა ძველად აბრეშუმის დიდი გზა. სწორედ ამიტომ ერქვა მას დიდი შარა /დიდშარა/. შათირიშვილისეული – ყოფილი საცდელი ნაკვეთი. იგი შეიქმნა 1955 წელს. მისი პირველი დირექტორი იყო აგრონომი ნიკო შათირიშვილი. იგი თითქმის სიკვდილამდე მუშაობდა ამ თანამდებობაზე, ამიტომ ჰქვია ამ ადგილს შათირიშვილისეული. მისი სახლიც ამ ნაკვეთის მიჯნაზე იდგა. მისი ხელმძღვანელობით გამოჰყავდათ ვაზისა და ხილის სხვადასხვა ჯიშები. პიცუნდა – მოდის დაბურღული წყალი. ირგვლივ დიდი ალვის ხეებია. მათ ჩრდიქვეშ გაკეთებული გრძელი ფარდული. დაღლილი ხალხი აქ ისვენებდა, ქეიფობდა,შეკრებებს ატარებდა. ქედან მოდის მისი სახელწოდე- ბაც. ლაბაშა გუბე – აქა იქ ვეებერთელა გუბეები ყოფილა, ლაბა ხარები აქ სვამდნენ წყალს. /”ლაბა”- ძალიან დიდს ნიშნავს/. ბუიღელე – სოფლის აღმოსავლეთ ნაწილშია. აქ ხალხი არ ცხოვრობდა. ადგილი ბუებითა და ღამურებით ყოფილა სავსე. დღეს ეს ადგილი დასახლებულია. გომართი – სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია. აქ არის სოფლის სასაფლაო. გადმოცემით, ერთ ოჯახს ჰყოლია ხარი. ის შესულა ეკლესიაში./ამჟამად ის ეკლესია აღარ არის/ და ხატი რქაზე წამოუცვია. ხატი ვერაფრით მოუცილებიათ ხარის რქიდან. ბოლოს ხეზე მიუბამთ და ხატი ჩამოუხსნიათ. ბრძენის რჩევით ხარის პატრონის საგვარეულოს ეკლესია აუშენებიათ და ხატი იქ დაუბრძანებიათ. /ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა/. ხალხი ამ ადგილის ამშენებლის პატივსაცემად /ვინმეგომართელის/ გომართს ეძახის. სულთმომფინობის დღეს აქ სოფლის დღეობა გომართობა იმართება ხოლმე. გრძელები – ზემო ბაკურციხეში ვიწრო და გრძელი ტერიტორიაა. ნიკუტას ახო – ტყიანი დაუმუშავებელი ადგილი კოლაგის მხარეს.გვერდზე ჩამოუდის ღელე. იგი თავად ნიკას ეკუთვნოდა. მას მოფერებითნიკიტას /ნიკუტასაც/ ეძახდნენ. ბარჯისხევი – აქ ყოფილა ბარდები, გვერდით კი ხევი ჩამოდიოდა. ბარდისხევი – ბარჯისხევი. დღეს აქ სატრანსპორტო მაგისტრალი გადის
პროექტის მიზანია სახლ-მუზეუმის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

პროექტი ,,ჩემი სოფელი ბაკურციხე"

ბაკურის კოშკი-კოშკი დგას სოფლის დასავლეთ ნაწილში ე.წ. ზემო უბანში.განეკუთვნება გვიან შუასაუკუნეებს. კოშკი სწორკუთხა ფორმისაა,ზემოთ თანდატან ...