суббота, 28 июля 2018 г.
ღია გაკვეთილი მეშვიდე კლასში ,,ანრი მატისი-დეკუპაჟი"
მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 11 მაისს,VII კლასში ჩავატარე ხელოვნების გაკვეთილი თემაზე ,,ანრი მატისი-დიდი ბავშვი“.გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობდა ე.ს.გ.-დან რომლის ფორმულირებაც შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე: მოსწავლეები გაიცნობენ ცნობილ მხატვრულ მიმდინარეობას ,,ფოვიზმს“ და ფრანგ მხატვარ ანრი მატისს; მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამედროვე მხატვრობის ,,ფოვიზმის“ძირითადი ნიშნების ჩამოყალიბების უნარი; მოსწავლეებს გავუღვივოთ ინტერესი ახალი მხატვრული ტექნიკის -დეკუპაჟის მიმართ; მოსწავლეებს განვუვითაროთ დეკუპაჟის პრაქრიკული გამოყენების უნარ-ჩვევა; განვუმტკიცოთ მარტივი ფორმების მეშვეობით სხვადასხვა განწყობილების მქონე დეკორატიული კომპოზიციების შექმნის უნარი.
გაკვეთილის ხანგრძლივობა იყო 40წთ. გაკვეთილს დაესწრო 23 მოსწავლე არ ესწრებოდა 3 საპატიო მიზეზის გამო. ვიმუშავე გეგმის მიხედვით.
დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და აქტივობები.წინარე ცოდნის გასააქტიურებლად,კითხვა-პასუხის მეთოდით მოსწავლეებმა გაიხსენეს ავანგარდული ხელოვნების(იმპრესიონიზმი,ფუტურიზმი,კუბიზმი,აბსტრაქციონიზმი)დამახასიათებელი ნიშნები.შემდეგ აქტიური ლექციის გამოყენებით მოსწავლეებს გავაცანი ინფორმაცია მხარვრული მიმდინარეობის ,,ფოვიზმის“ და ფრანგი მხატვრის ანრი მატისის შესახებ,საპრეზენტეციოდ გამოვიყენე ჩემს მიერ Power-Point-ში წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია. ამის შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ საგაკვეთილო მასალას სახელმძღვანელოში.
მათ გამოიჩინეს ინტერესი და გაიმართა მსჯელობა ახალი მასალის ირგვლივ. თეორიული მასალის გაცნობის და რეპროდუქციებზე დაკვირვება-ანალიზის შემდეგ მოსწავლეებმა თანდათან ააგეს ცოდნა თემის ირგვლივ. ეს აქტივობა შევაფასე განმავითარებელი შეფასებით.მომდევნო აქტივობამ გამოიწვია მოსწავლეთა განწყობის ამაღლება პრაქტიკული დავალების წინ ,კერძოდ, Power-Point-ში წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს გავაცანი დეკუპაჟის ტექნიკა და მისი გამოყენების ხერხები.ამ ფორმით მოსწავლეებში გავააქტიურე ვიზუალურ სივრცითი უნარი,რაც დამეხმარა მომდევნო აქტივობაში,რომელიც მოიცავდა ჯგუფურ მუშაობას-დეკუპაჟის ტექნოლოგიით დეკორატიული ნამუშევრების შექმნას. კლასი დაიყო ოთხ სამუშაო ჯგუფად,გავანაწილე დამხმარე სამუშაო მასალა,ჯგუფის წევრებს წინასწარ ქონდათ მოტანილი წებო,მაკრატელი,ფერადი ქაღალდები. მოსწავლეთა ჯგუფებმა საინტერესოდ შეასრულეს დავალება,ყველა ჯგუფი ჩაეტია სამუშაოსთვის განსაზღვრულ დროში. ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაციისას თითოეულმა ჯგუფის წევრმა ისაუბრა,თუ რა სამუშაო შეასრულა პრაქტიკული მუშაობისას. ეს აქტივობა ჯგუფის ლიდერებთან ერთად შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით, წინასწარ შემუშავებული და მოსწავლეებთან შეთანხმებული კრიტერიუმების გამოყენებით,რომელიც ყველა ჯგუფს გადაეცა სამუშაოს დაწყების წინ. დატვირთული,სახალისო დავალების შესრულების შემდეგ მოხდა ჯგუფური ნამუშევრების განლაგება საგამოფენო სივრცეში.გაკვეთილის თემით შევძელი კლასის დაინტერესება,ყველა მოსწავლე ჩართული იყო შეძლებისამებრ,მივაღწიე დასახულ მიზანს რაშიც დამეხმარა ჩემს მიერ Power-Point-ში აწყობილი პრეზენტაციები და მრავალფეროვანი სამუშაო მასალა..თუმცა კარგი იქნებოდა გამომეყენებინა დაწყვილებული გაკვეთილი და გამეზარდა პრაქტიკული მუშაობის დრო.
მასწ:თ ქართველიშვილი
12.05.2018 წ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ხელოვნება თემა ,,სიმეტრია,, 6კლ
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მათემატიკის მასწავლებელი: ლანა ნიჟარაძე ხელოვნების მასწავლებელი: თ.ქ თარიღი: კლასი: VI მოსწავლეთა რაოდენობა :...
-
გაკვეთილის რეფლექსია მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 4 დეკემბერს,I...
-
მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 11 მაისს,VII კლასში ჩავატარე ხელოვნების გაკვეთილი თემაზე ,,ანრი მატისი-დიდი ბავშვი“.გაკვეთილ...
-
ინკლუზია ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩართვას ნიშნავს. ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები...
Комментариев нет:
Отправить комментарий