пятница, 21 мая 2021 г.

პროექტი ,,პანდემია და საყვარელი გმირები" 2020-2021ს.წ.(III-V კლ)

პროექტი ,,დავიცვათ საყვარელი გმირები კორონა ვირუსისგან“ მიზანი: . პროექტის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ,კორონა ვირუსთან მართებაში,რეგულაციების დაცვის თაობაზე. . საყვარელი გმირების დახატვა-გაფერადება.ნამუშევრებში რეგულირების წესების ასახვა ამოცანები: . ფორმატის განსაზღვრა . ფუნქციების განაწილება . გადების განსაზღვრა . ბიუჯეტის განსაზღვრა . პრეზენტაცია . შეფასება პროექტის შემსრულებლები: III-ბ , IV, V ბ კლასის მოსწავლეები პროექტის შინაარსი: მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე,რაც კოვიდ19-მა გამოიწვია,საჭირო გახდა გარკვეული რეგულაციების დაცვა.იმისათვის,რომ მოსწავლეებამდე უკეთ მიმეტანა ეს საკითხი,გამიჩნდა იდეა მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა ,თუ როგორ დაიცავდნენ ისინი თავიაანთ საყვარელ გმირებს ამ ვირუსისგან. პროექტზე მუშაობისათვის მოსწავლეებმა მოიძიეს და დახატეს საყვარელი გმირების გამოსახულებები,მიახატეს პირბადეები და აალაპარეკეს ისინი.რადგან მოსწავლეთა ნამუშევრები საინტერესო გამოვიდა გადავწყვიტე ელ.წიგნის სახით გამოგვეშვა,რათა რესურსი ხელმისაწვდომი ყოფილიყო სხვა ბავშვებისთვისაც.პროექტის აქტივობებს ეტაპობრივად ვაქვეყნებდი სოც.ქსელსი და სხვადასხვა სკოლის (კერძოდ ყვარლის ახალსოფლის N2საჯარო სკოლის და გორის დვანის საჯარო სკოლის) მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართულობა განხორციელდა.მათ პროექტის თემაზე შექმნილი საკუთარი ნამუშევრები გამოგვიგზავნეს.მოვახდინეთ დასრულებული პროექტის პრეზენტაცია და ელ.წიგნის ბმულის გამოქვეყნება სოც.ქსელში. ვადების განსაზღვრა: მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად დაგეგმავენ და განსაზღვრავენ სამუშაოს შესრულების ეტაპებს და ვადებს. ჩვენს მიერ განსაზღვრულ იქნა შემდეგი პერიოდი 26.03 2021 – 12.04 2021 პროექტის განხორციელების გრაფიკი მარტი აპრილი პასუხისმგებელი პირი პროექტის შერჩევა და ფორმატის განსაზღვრა 26.03 31.03 მასწავლებელი და მოსწავლეები ფუნქციების გადნაწილება,ვადების განსაზღვრა,ბიუჯეტის განსაზღვრა,აქტივობებზე მუშაობა 1.04 7.04 მასწავლებელი გამოფენა/პრეზენტაცია 8.04 მასწავლებელი და მოსწავლეები პროექტის ამსახველი სტენდის შექმნა 9.04-12.04 მასწავლებელი და მოსწავლეები შეფასება ბიუჯეტის განსაზღვრა: ბიუჯეტის განსაზღვრამდე საჭიროა განისაზღვროს რესურსები,რომელის პროექტის ფარგლებში გაიხარჯება.საჭირო იქნება შემდეგი სახის რესურსები:ფორმატის ქარალდები,ფერადი ფანქრები, მარკერები,A4 ზომის ქაღალდი,კომპიუტერული მომსახურეობა. განისაზღვრება ბიუჯეტი.საჭირო თანხების მოძიება ხდება სამეურვეო საბჭოს,მშობლების,სკოლის ბიუჯეტის ან სპონსორის დახმარებით. ბიუჯეტის შედგენა პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა სწორად განსაზღვრული ბიუჯეტი,რომელის თან ერთვის პროექტს შესაძენი რესურსები რაოდენობა ზუსტი ღირებულება ფორმატები 5 ცალი ფერადი ფანქრები 4 კოლოფი მარკერები 5ცალი A4ზომის ქარალდი 1 შეკვრა კომპიუტერული ფეჭდვის ხარჯი(თუ ასეთი არსებობს) ფოტოების გადაღების და ბჭდვის ხარჯი(თუ ასეთი არსებობს) გუთვალისწინებელი ხარჯები პროექტის შეფასება პროექტის შეფასება ითვალისწინებს მონაწილეებისთვის კითხვარის შედგენას და დარიგებას სადაც მოხდება როგორც საკუთარი,ისე თანამონაწილეთა მუშაობის შეფასება. შეფასებას აკეთებს მასწავლებელიც.იგი აჯამებს როგორც მთლიან პროექტს,ისე თითოეული მონაწილის მიერ შესრუებულ სამუშაოს.როგორც ცნობილია არსებობს ორი ტიპის შეფასება: ა)განმსაზღვრელი ანუ შეფასება მხოლოდ იმ ქულებით რომელიც განსაზღვრავს მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების მიღწევის დონეს წინასწარ განსაზღვრულ მიზანთან მიმართებაში ბ)განმავითარებელი ანუ შეფასება კომენტარებით, რომელიც დავალების შესრულების შემდეგ იწერება(ან კეთდება ზეპირად) .ასეთი ტიპის შეფასება შეიცავს გარკვეულ რეკომენდაციებს. ჩვენს შემთხვევაში,პროექტის დასრულების შემდეგ,სასურველია,მასწავლებელმა გამოიყენოს განმავითარებელი შეფასება,გააკეთოს კომენტარი როგორც დადებითი ასევე უარყოფითი კუთხით(ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია რჩევების მიცემა) პროექტის დაცვა
ელ.წიგნის ბმული https://read.bookcreator.com/tlWW7C2QWD0Y5XarBWkcC7b8ntFLtc93HLx0v5fUBMc/LojPoiJpSIq5PfYoHxvtVg დვანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები
ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები

Комментариев нет:

Отправить комментарий

ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ხელოვნება თემა ,,სიმეტრია,, 6კლ

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მათემატიკის მასწავლებელი: ლანა ნიჟარაძე ხელოვნების მასწავლებელი: თ.ქ თარიღი: კლასი: VI მოსწავლეთა რაოდენობა :...