среда, 14 июня 2023 г.
ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ხელოვნება თემა ,,სიმეტრია,, 6კლ
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
მათემატიკის მასწავლებელი: ლანა ნიჟარაძე
ხელოვნების მასწავლებელი: თ.ქ
თარიღი:
კლასი: VI
მოსწავლეთა რაოდენობა : 29
საგაკვეთილო დრო: 45წუთი
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული
ინტეგრაციის საგანი: მათემატიკა / ხელოვნება
გაკვეთილის თემა: ღერძული სიმეტრია
გაკვეთილის მიზანი:
1) გავაცნოთ ღერძულადსიმეტრიული ფიგურები
2) ვასწავლოთ მოცემული ბრტყელი ფიგურის ღერძულადსიმეტრიული ფიგურის აგება
3) მოსწავლეებმა გაიხსენონ სიმეტრიის ცნება,ბუნებაში არსებულ და ადამიანის მიერ შექმნილი(ხელოვნების სახადახსვა სფეროში) ფორმების მაგალითზე.
4) პრაქტიკულ ნამუშევარში სიმეტრიულო კომპოზიციის შექმნა.
თემასთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვა:
.როგორ ვიყენებთ გეომეტრიულ ფიგურებს ჩვენი გარემომცველი ობიექტების აღწერისას?
. შესაძლებელია თუ არა გეომეტრიული/სიმეტრიული ფიგურებით ნახატის შექმნა?
სამიზნე ცნებამათემატიკური მოდელი
აქტივობა მეთოდი კლასისი ორგანიზების ფორმა სავარაუდო დრო რესურსი შენიშვნა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა ვერბარული
გონებრივი იერიში მთელი კლასი პრეზენტაცია
ახალი მასალის ახსნა
(მათემატიკა)/
განვლილი მასალის გახსენება(ხელოვნება)
(თემის, მიზნის, შეფაების რუბრიკის გაცნობა) მინი ლექცია მთელი კლასი პრეზენტაცია
ახალი მასალის სიღრმისეული წვდომა საკითხის რელევანტური
პრაქტიკული სამუშაო
„სასწავლო მენიუ“ ჯგუფური თაბახები
ფერადი ბარათების
(შუქნიშანი)
(მათემატიკა)/ფერადი ფანქრები,A4 ზომის სამუშაო ფურცლები(ხელოვნება)
გაკვეთილის შეფასება ვერბალური მთელი კლასი პრეზენტაცია
(მათემატიკა)/ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაცია
(ხელოვნება)
საშინაო დავალების განსაზღვრა ვერბალური მთელი კლასი წიგნი
მათემატიკის სტანდარტის შედეგი დაწყებით საფეხურზე
მათ.დაწ.(II).2რიცხვებს შორის, სიდიდეებს შორის, საგნებსადასაგნებისატრიბუტებსშორისკანონზომიერებისამოცნობა, აღწერა და გაგრძელება მათემატიკური, საბუნებისმეტყველო ან ყოფითი მოვლენების გასააზრებლად.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდართის შედეგები დაწყებით საფეხურზე
ს.გ. დაწყ(II).1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების მიზანმიმართულად გამოყენება ჩანაფიქრის,იდეის,გუნება-განწყობის (ემოციების),შთაბეჭდილებების გადმოსაცემად ნამუშევარში.
კომპლექსური დავალება,,სტილიზაცია,, 9კლ
IXკლასი
თემატური ბლოკი 3 :საზოგადოება და ხელოვნება
კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზნები)
საათების რაოდენობა:4
ქვეცნებები:
ელემენტები: ფორმა:სიბრტყობრივი და მოცულობითი,პირობითი და რეალისტური,სტილიზებული
ფერი:კონტრასრული
ხაზი:სხვადასხვა ტიპის
ფაქტურა
პრინციპები:კომპოზიციურიგანაწილება,მთავარისგამოყოფა,აქცენტი,სიმეტრია/ასიმეტრია,სტატიკა-დინამიკა,ხედვის წერტილი.
დარგები და ჟანრები:ფერწერა,ინსტალაცია
სახვითი ხელოვნების ტექნიკა:ხატვა,აპლიკაცია,კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა
საკვანძო კითხვები:
. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წინარე ეპოქებში შექმნილი ნამუშევარი,საკუთარი შემოქმედებითი მიზნებისათვის,მოვაქციოთ ახალ კონტექსტში და შევძინოთ ახალი სიცოცხლე?
. რამდენად დაგვეხმარება წარსული ეპოქების არქიტექტურული თავისებურებების ცოდნა საკუთარი შემოქმედებითი არჩევანის გაკეთებაში?
. გაიხსენეთ რა გაქვთ ნასწავლი ჩინური ტაძრის,გოთიკურიტაძრის,მეჩეთის და ქრისტიანულიტაძრის შესახებ,რაც დაგეხმარება სამუშაოს წარმართვაში.
კომპლექსური დავალების პირობა: შექმენით ნამუშევარი ნებისმიერი ხერხით(ნახატი,აპლიკაცია,კომპიურეტული პროგრამები),რომელშიც გამოიყენებთ სტილიზაციის მეთოდს. წარადგინეთ კლასის წინაშე.ისაუბრეთ თქვენ მიერ დასმულ ამოცანაზე;
ამისათვის:
. ყურადღება მიაქციეთ, როგორ კომპოზიციას ქმნით,სტილიზაციის მეთოდით
. შეარჩიე თქვენი კომპოზიციის ფერი,კოლორიტი,ცალკეული დეტალების ფაქტურა
. გამოიყენე ნებისმიერი ტექნიკა,შეგიძლიათდახატოთ,თქვენივე ნახატზე აპლიკაციის მეთოდი გამოიყენოთ.შეგიძლიათ თქვენივე ნამუშევარი გადაიღოთ და შემდეგ კომპიუტერში დაამუშაოთ.შეგიძლიაშ ნამუშევარი შექმნათ კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრეთ:
. რა გახდა თქვენი ნამუშევრის ინსპირაცია?
. რით უკავშირდება თქვენი ნამუშევარი შერჩეულ არქირექტურულ ნაგებობას?
. რაზე გააკეთეთ მთავარი აქცენტი?
. გამოიყენეთ თუ არა კომპიუტერული პროგრამა და რატომ?
. ისაუბრეთ ფერისა და კომპოზიციის გადაწყვეტაზე ნამუშევარში?
. რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე?
. რას გააკეთებდით განსხვავებულად,ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას?
. განახორციელეთ თუ არა საკუთარი ჩანაფიქრი?
. მიაღწიეთ თუ არა მიზანს და რამდენად კმაყოფილი ხართ მიღწეულით?
ეტაპი 1. კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
საკვანძო შეკითხვები:
. როგორ შეგვიძლია შევქმნათ ნამუშევარი ე.წ. სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით?
. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წინარე ეპოქებში შექმნილი ნამუშევარი,საკუთარი შემოქმედებითი მიზნებისათვის,მოვაქციოთ ახალ კონტექსტში და შევძინოთ ახალი სიცოცხლე?
. რამდენად დაგვეხმარება წარსული ეპოქების არქიტექტურული თავისებურებების ცოდნა საკუთარი შემოქმედებითი არჩევანის გაკეთებაში?(მოტივაციის ამაღლება)
. გაიხსენეთ,რა გაქვთ წინა კლასებში ნასწავლი ჩინური ტაძრების, მეჩეთის და ქრისტიანული ტაძრის შესახებ და ჩამოთვალეთ,რა ახასიათებს თითოეულ მათგანს.
კომპლექსური დავალების არსი:
კომპლექსური დავალების არსია:მოსწავლემშეისწავლოს,თუ რა დიდი ძალა აქვს ხელოვნებას და როგორ შეუძლია მას ზემოქმედება მოახდინოს კონკრეტულ ადამიანზე,მის ზნეობაზე, მის მსოფლმხედველობასა თუ წარმოსახვებზე.ამ კუთხით ხსვადასხვა ეპოქის ხელოვნების შესწავლისა და გაცნობის შედაგად,მოსწავლე ამ დავალების შესრულებისას,თავადშეეცდება,წარსულში შექმნილი ხელოვნების ნაწარმოების (არქიტექტურა) გამოყენებით, შექმნას საკუთარი ნამუშევარი .
ეტაპი2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა,სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან დაკავშირებულიუ მკვიდრი წარმოდგენების დამუშავება
საკვანძო შეკითხვები:
როგორ შევასრულოთ და წარმოვადგინოთ მოცემული დავალება?
ნაბიჯი 1
წინარე ცოდნის გააქტიურება:
მე-8 კლასის სახელმძღვანელო, გვ27-30 გვ37-40
.რა ფაქტორებმა განსაზღვრა ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ფორმები?
. რით ჰგავს და განსხვავდება ერთმანეთისგან ქართული ქრისტიანული და სხვა ქვეყნების ქრისტიანული ტაძრები?რა არის ამის მიზეზი?
. რით და რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა ქვეყნის საკულტო ნაგებობები?
მე-9კლასის სახელმძღვანელო გვ.108-113
. რომელი მხატვრული საშუალებები და ტექნიკური ხერხები(ფორმები,კონსტრუქციები) შეიმუშავეს გოთიკური ტაძრის ხუროთმიძღვრებმა ახალი ტიპის ტაძრებისმშენებლობისთვის?
ნაბიჯი 2
გვ 114-115
აქტივობა:საუბარი,აქტიურილექცია,კითხვა-პასუხი,შედარებითი ანალიზი.
მოსწავლეებს ვაცნობთ ე.წ. სტილიზაციის მეთოდს,რომელიც ხელოვნებაში ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია,რომელსაც მხატვრები დიდი წარმატებით იყენებენ.მოსწავლეები აანალიზებენ სახვადასხვა კულრურისტაძრებს:ჩინურპაგოდას,გოთიკურკათედრალს,მეჩეთს და შუა საუკუნეების ქართულ ტაძარს.
კომპლექსური დავალება
გაკვეთილი 32. სტილიზაცია
ნამუშევრის შეფასება SOLOტაქსონომიის გამოყენებით
საგანი:სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ქვეცნებები:
ელემენტები: ფორმა:სიბრტყობრივი და მოცულობითი,პირობითი და რეალისტური,სტილიზებული
პრინციპები:კომპოზიციურიგანაწილება,მთავარისგამოყოფა,აქცენტი,სიმეტრია/ასიმეტრია,სტატიკა-დინამიკა,ხედვის წერტილი.
დარგები და ჟანრები:ფერწერა,ინსტალაცია
სახვითი ხელოვნების ტექნიკა:ხატვა,აპლიკაცია,კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა
აბსტრაქტული დონე:მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი/არსობრივი მახასიათებლები,რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და მისი დეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს მაგალითებთან შედარების საშუალებას აძლევს.უკავშირებსგანსახოლველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.
.კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლეძირითადად,სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით და შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ქმნის ნამუშევარს.მოსწავლეს ესმის დავალების არსი.ნამუშევარში გამოყენებული არქიტექტურული ფრაგმენტი/ფრაგმენტები აზრობრივადაა დაკავშირებული კონცეფციასთან.კომპოზიცია შექმნილია სტილიზაციის მეთოდით და მასში მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები,ხერხები(კომპოზიციური განაწილება,პროპორცია, წონასწორობა,სიმეტრია,სტატიკა-დინამიკა,მასშტაბი,ხედვისწერტილი.შერჩეულია შესაბამისი კოლორიტი.სხვადასხვა რელიგიის დამახასიათებელ არქიტექტურულ ნაგებობებს/ფრაგმენტებს,საკუთარი შემოქმედებითი მიზნებისათვის და საკუთარი იდეისა თუ დამოკიდებულების გამოსახატავად,გააზრებულად და შემოქმედებითადაა გამოყენებული.ნამუშევარი იდეის შესაბამისადაა შერჩეული.მოსწავლის ნამუშევარში ჩანს მისეული ხედვა, ეფექტური, ორიგილალურიმიდგომა.მოსწავლე მიზანმიმართულად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს საკუთარი იდეების,მოსაზრებების უკეთ წარმოსაჩენად.
მიმართებითი დონე: მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი;ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.
.სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები)და ხერხები(პრინციპები) - კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლეძირითადად,სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით და შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ქმნის ნამუშევარს.მოსწავლეს ესმის დავალების არსი.მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები ძირითადად შემოქმედებითადაა გამოყენებული საკუთარი იდეის გამოსახატავად.
. სახვითი ხელოვნების ტექნიკა - კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით ძირითადად შემოქმედებითად იყენებს სახვითი ხელოვნების ტექნიკას (ნახატი,აპლიკაცია) და მასალას.
. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები - კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე გააზრებულად ირჩევს არქიტექტურის ტიპს და სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით საკუთარ იდეას დამოუკიდებლად გადმოსცემს.
. სხვადასხვა ეპოქის/კულტურის/ მიმდინარეობის/სტილის ხელოვნების სახასიათო ნიშნები/მხატვრული მახასიათებლები - კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით,სხვადასხვა რელიგიის დამახასიათებელ არქიტექტურულ ნაგებობებს/ფრაგმენტებს,საკუთარი შემოქმედებითი მიზნებისათვის და საკუთარი იდეისა თუ დამოკიდებულების გამოსახატავად,გააზრებულად და შემოქმედებითად იყენებს.
მულტისტრუქტურული დონე :მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე,ერთმანეთთანდაუკავშირებელი,უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
.სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები)და ხერხები(პრინციპები) -კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით,ნამუშევარში იყენებს რამდენიმე სახვით საშუალებას.
. სახვითი ხელოვნების ტექნიკა - კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით,ნამუშევარში იყენებს განსაზღვრულ/შეზღუდულ ტექნიკასა და მასალას.
. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები - კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე გააზრებულად ირჩევს არქიტექტურის ტიპს და სტილიზაციის გამოყენებით ნამუშევარი ნაწილობრივ ადეკვატურია/შეესაბამება იდეის გადმოცემას.
. სხვადასხვა ეპოქის/კულტურის/ მიმდინარეობის/სტილის ხელოვნების სახასიათო ნიშნები/მხატვრული მახასიათებლები - კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით,სხვადასხვა რელიგიის დამახასიათებელ არქიტექტურულ ნაგებობებს/ფრაგმენტებს,საკუთარი შემოქმედებითი მიზნებისათვის და საკუთარი იდეისა თუ დამოკიდებულების გამოსახატავად ნაწილობრივ გააზრებულად იყენებს.
უნისტრუქტურული დონე:
.სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები)და ხერხები(პრინციპები) -კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით,ნამუშევარში გაუცნობიერებლად იყენებს რამდენიმე სახვით საშუალებას.
. სახვითი ხელოვნების ტექნიკა - კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით,ნამუშევარში უსისტემოდ იყენებს განსაზღვრულ/შეზღუდულ ტექნიკასა და მასალას.
. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები - კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე გაუცნობიერებლად ირჩევს არქიტექტურის ტიპს და სტილიზაციის გამოყენებით ნამუშევარი ნაწილობრივ ადეკვატურია.
. სხვადასხვა ეპოქის/კულტურის/ მიმდინარეობის/სტილის ხელოვნების სახასიათო ნიშნები/მხატვრული მახასიათებლები - კომპლექსური დავალების პირობის შესაბამისად,მოსწავლე სტილიზაციის მეთოდის გამოყენებით,სხვადასხვა რელიგიის დამახასიათებელ არქიტექტურულ ნაგებობებს/ფრაგმენტებს,საკუთარი შემოქმედებითი მიზნებისათვის და საკუთარი იდეისა თუ დამოკიდებულების გამოსახატავად ძირითადად გაუაზრებლად იყენებს.
პრესტრუქტურული დონე: მოსწავლის მიერ დავალების პირობა არაადეკვატურადაა გაგებული.
პროექტი ,,ჩვენი ნიკალა,, 5-7 კლ
პროექტი:
,,ჩვენი ნიკალა“(პროექტი ეძღვნება ნიკო ფიროსმანის 160-ე იუბილეს“
მიზანი:
. პროექტის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება;
.ნიკო ფიროსმანის შემოქმედების გაცნობა და შესწავლა;
ამოცანები:
. ფორმატის განსაზღვრა
. ფუნქციების განაწილება
. ვადების განსაზღვრა
. ბიუჯეტის განსაზღვრა
. პრეზენტაცია
. შეფასება
პროექტის შემსრულებლები: Vა- ბ,VI,VII ა-ბ,VIII კლასის მოსწავლეები
პროექტის შინაარსი:ნიკო ფიროსმანი-მხატვარი,რომელმაცქართულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა და უცხოელი განსწავლული მხატვრები გააოგნა.დაგვიტოვა აბსოლუტურად ინდივიდუალური შემოქმედება,რომელიც მსოფლიომ აღიარა,თუმცა ეს მხოლოდ მხატვრის გარდაცვალების გარდაცვალების შემდეგ მოხდა.ფიროსმანმა ლამის მთელი სიცოცხლე ისე გალია,რომ ჭეშმარიტად ვერავინ დააფასა.პროექტის ლაითმოტივი იყო ის ,რომ ადამიანებმა სიცოცხლეშივე ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება. ფიროსმანი ხატავდა ადამიანებს,ცხოველებს...უყვარდა წარმატებულიცა და წარუმატებელიც,სულიერად ამაღლებულიცა და ცხოვრებისაგან გზააბნეულიც.ცხოვრობდა ისევე,როგორც ქმნიდა-უხმაუროდ,სხვათაგან შეუწყნარებლად,მაგრამ მარადიულთან შინაგანი კავშირით.
ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 160 წელი გავიდა, გადავწყვიტე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა პროექტი,რომელიც უფრო ცნობადს გახდიდა მათთვის ნიკალას ცხოვრებას და შემოქმედებას.ერთობლივად დავგეგმეთ აქტივობები და დავიწყეთ განხორციელება.VII-VIII კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ფიროსმანის ბიოგრაფია და V-VI კლასის მოსწავლეებს გააცნეს.დაინტერესებულმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფიროსმანის ნახატები, სურვილისამებრ ამოარჩიეს და დახატეს.პროექტის ერთერთი აქტივობა იყო გიორგი შენგელაიას ფილმის ,,ფიროსმანი“ ჩვენება. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და პროექტის დასასრულს,მონაწილე მოსწავლეებისთვის შედგა ექსკურსია სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმის დასათვალიერებლად.
ვადების განსაზღვრა: მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად დაგეგმავენ და განსაზღვრავენ სამუშაოს შესრულების ეტაპებს და ვადებს.
ჩვენს მიერ განსაზღვრულ იქნა შემდეგი პერიოდი 28.04 2021 – 30.05 2021
პროექტის განხორციელების გრაფიკი
აპრილი მაისი პასუხისმგებელი პირი
პროექტის შერჩევა და ფორმატის განსაზღვრა 28.04
29.04
მასწავლებელი და მოსწავლეები
ფუნქციების გადნაწილება,ვადების განსაზღვრა,ბიუჯეტის განსაზღვრა,აქტივობებზე მუშაობა
30.04
25.05 მასწავლებელი
და მოსწავლეები
გამოფენა/პრეზენტაცია 27.05 მასწავლებელი და მოსწავლეები
პროექტის ამსახველი სტენდის შექმნა 28.05
30.05 მასწავლებელი და მოსწავლეები
შეფასება
ბიუჯეტის განსაზღვრა: ბიუჯეტის განსაზღვრამდე საჭიროა განისაზღვროს რესურსები,რომელის პროექტის ფარგლებში გაიხარჯება.საჭირო იქნება შემდეგი სახის რესურსები:ფორმატის ქარალდები,ფერადი ფანქრები, მარკერები,A4 და A3 ზომის ქაღალდი,კომპიუტერული მომსახურეობა.
განისაზღვრება ბიუჯეტი.საჭირო თანხების მოძიება ხდება სამეურვეო საბჭოს,მშობლების,სკოლის ბიუჯეტის ან სპონსორის დახმარებით.
ბიუჯეტის შედგენა
პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა სწორად განსაზღვრული ბიუჯეტი,რომელის თან ერთვის პროექტს
შესაძენი რესურსები რაოდენობა ზუსტი ღირებულება
ფორმატები 5 ცალი
ფერადი ფანქრები 2 კოლოფი
მარკერები 5ცალი
A4ზომის
ქარალდი 1 შეკვრა
A3 ზომის ქაღალდი 5ცალი
კომპიუტერული ფეჭდვის ხარჯი(თუ ასეთი არსებობს)
ფოტოების გადაღების და ბჭდვის ხარჯი(თუ ასეთი არსებობს)
გუთვალისწინებელი ხარჯები
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება ითვალისწინებს მონაწილეებისთვის კითხვარის შედგენას და დარიგებას სადაც მოხდება როგორც საკუთარი,ისე თანამონაწილეთა მუშაობის შეფასება.
შეფასებას აკეთებს მასწავლებელიც.იგი აჯამებს როგორც მთლიან პროექტს,ისე თითოეული მონაწილის მიერ შესრუებულ სამუშაოს.როგორც ცნობილია არსებობს ორი ტიპის შეფასება:
ა)განმსაზღვრელი ანუ შეფასება მხოლოდ იმ ქულებით რომელიც განსაზღვრავს მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების მიღწევის დონეს წინასწარ განსაზღვრულ მიზანთან მიმართებაში
ბ)განმავითარებელი ანუ შეფასება კომენტარებით, რომელიც დავალების შესრულების შემდეგ იწერება(ან კეთდება ზეპირად) .ასეთი ტიპის შეფასება შეიცავს გარკვეულ რეკომენდაციებს.
ჩვენს შემთხვევაში,პროექტის დასრულების შემდეგ,სასურველია,მასწავლებელმა გამოიყენოს განმავითარებელი შეფასება,გააკეთოს კომენტარი როგორც დადებითი ასევე უარყოფითი კუთხით(ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია რჩევების მიცემა)
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ხელოვნება თემა ,,სიმეტრია,, 6კლ
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მათემატიკის მასწავლებელი: ლანა ნიჟარაძე ხელოვნების მასწავლებელი: თ.ქ თარიღი: კლასი: VI მოსწავლეთა რაოდენობა :...
-
გაკვეთილის რეფლექსია მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 4 დეკემბერს,I...
-
მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 11 მაისს,VII კლასში ჩავატარე ხელოვნების გაკვეთილი თემაზე ,,ანრი მატისი-დიდი ბავშვი“.გაკვეთილ...
-
ინკლუზია ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩართვას ნიშნავს. ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები...