среда, 14 июня 2023 г.
პროექტი ,,ჩვენი ნიკალა,, 5-7 კლ
პროექტი:
,,ჩვენი ნიკალა“(პროექტი ეძღვნება ნიკო ფიროსმანის 160-ე იუბილეს“
მიზანი:
. პროექტის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება;
.ნიკო ფიროსმანის შემოქმედების გაცნობა და შესწავლა;
ამოცანები:
. ფორმატის განსაზღვრა
. ფუნქციების განაწილება
. ვადების განსაზღვრა
. ბიუჯეტის განსაზღვრა
. პრეზენტაცია
. შეფასება
პროექტის შემსრულებლები: Vა- ბ,VI,VII ა-ბ,VIII კლასის მოსწავლეები
პროექტის შინაარსი:ნიკო ფიროსმანი-მხატვარი,რომელმაცქართულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა და უცხოელი განსწავლული მხატვრები გააოგნა.დაგვიტოვა აბსოლუტურად ინდივიდუალური შემოქმედება,რომელიც მსოფლიომ აღიარა,თუმცა ეს მხოლოდ მხატვრის გარდაცვალების გარდაცვალების შემდეგ მოხდა.ფიროსმანმა ლამის მთელი სიცოცხლე ისე გალია,რომ ჭეშმარიტად ვერავინ დააფასა.პროექტის ლაითმოტივი იყო ის ,რომ ადამიანებმა სიცოცხლეშივე ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება. ფიროსმანი ხატავდა ადამიანებს,ცხოველებს...უყვარდა წარმატებულიცა და წარუმატებელიც,სულიერად ამაღლებულიცა და ცხოვრებისაგან გზააბნეულიც.ცხოვრობდა ისევე,როგორც ქმნიდა-უხმაუროდ,სხვათაგან შეუწყნარებლად,მაგრამ მარადიულთან შინაგანი კავშირით.
ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 160 წელი გავიდა, გადავწყვიტე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა პროექტი,რომელიც უფრო ცნობადს გახდიდა მათთვის ნიკალას ცხოვრებას და შემოქმედებას.ერთობლივად დავგეგმეთ აქტივობები და დავიწყეთ განხორციელება.VII-VIII კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ფიროსმანის ბიოგრაფია და V-VI კლასის მოსწავლეებს გააცნეს.დაინტერესებულმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფიროსმანის ნახატები, სურვილისამებრ ამოარჩიეს და დახატეს.პროექტის ერთერთი აქტივობა იყო გიორგი შენგელაიას ფილმის ,,ფიროსმანი“ ჩვენება. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და პროექტის დასასრულს,მონაწილე მოსწავლეებისთვის შედგა ექსკურსია სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმის დასათვალიერებლად.
ვადების განსაზღვრა: მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად დაგეგმავენ და განსაზღვრავენ სამუშაოს შესრულების ეტაპებს და ვადებს.
ჩვენს მიერ განსაზღვრულ იქნა შემდეგი პერიოდი 28.04 2021 – 30.05 2021
პროექტის განხორციელების გრაფიკი
აპრილი მაისი პასუხისმგებელი პირი
პროექტის შერჩევა და ფორმატის განსაზღვრა 28.04
29.04
მასწავლებელი და მოსწავლეები
ფუნქციების გადნაწილება,ვადების განსაზღვრა,ბიუჯეტის განსაზღვრა,აქტივობებზე მუშაობა
30.04
25.05 მასწავლებელი
და მოსწავლეები
გამოფენა/პრეზენტაცია 27.05 მასწავლებელი და მოსწავლეები
პროექტის ამსახველი სტენდის შექმნა 28.05
30.05 მასწავლებელი და მოსწავლეები
შეფასება
ბიუჯეტის განსაზღვრა: ბიუჯეტის განსაზღვრამდე საჭიროა განისაზღვროს რესურსები,რომელის პროექტის ფარგლებში გაიხარჯება.საჭირო იქნება შემდეგი სახის რესურსები:ფორმატის ქარალდები,ფერადი ფანქრები, მარკერები,A4 და A3 ზომის ქაღალდი,კომპიუტერული მომსახურეობა.
განისაზღვრება ბიუჯეტი.საჭირო თანხების მოძიება ხდება სამეურვეო საბჭოს,მშობლების,სკოლის ბიუჯეტის ან სპონსორის დახმარებით.
ბიუჯეტის შედგენა
პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა სწორად განსაზღვრული ბიუჯეტი,რომელის თან ერთვის პროექტს
შესაძენი რესურსები რაოდენობა ზუსტი ღირებულება
ფორმატები 5 ცალი
ფერადი ფანქრები 2 კოლოფი
მარკერები 5ცალი
A4ზომის
ქარალდი 1 შეკვრა
A3 ზომის ქაღალდი 5ცალი
კომპიუტერული ფეჭდვის ხარჯი(თუ ასეთი არსებობს)
ფოტოების გადაღების და ბჭდვის ხარჯი(თუ ასეთი არსებობს)
გუთვალისწინებელი ხარჯები
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება ითვალისწინებს მონაწილეებისთვის კითხვარის შედგენას და დარიგებას სადაც მოხდება როგორც საკუთარი,ისე თანამონაწილეთა მუშაობის შეფასება.
შეფასებას აკეთებს მასწავლებელიც.იგი აჯამებს როგორც მთლიან პროექტს,ისე თითოეული მონაწილის მიერ შესრუებულ სამუშაოს.როგორც ცნობილია არსებობს ორი ტიპის შეფასება:
ა)განმსაზღვრელი ანუ შეფასება მხოლოდ იმ ქულებით რომელიც განსაზღვრავს მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების მიღწევის დონეს წინასწარ განსაზღვრულ მიზანთან მიმართებაში
ბ)განმავითარებელი ანუ შეფასება კომენტარებით, რომელიც დავალების შესრულების შემდეგ იწერება(ან კეთდება ზეპირად) .ასეთი ტიპის შეფასება შეიცავს გარკვეულ რეკომენდაციებს.
ჩვენს შემთხვევაში,პროექტის დასრულების შემდეგ,სასურველია,მასწავლებელმა გამოიყენოს განმავითარებელი შეფასება,გააკეთოს კომენტარი როგორც დადებითი ასევე უარყოფითი კუთხით(ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია რჩევების მიცემა)
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ხელოვნება თემა ,,სიმეტრია,, 6კლ
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მათემატიკის მასწავლებელი: ლანა ნიჟარაძე ხელოვნების მასწავლებელი: თ.ქ თარიღი: კლასი: VI მოსწავლეთა რაოდენობა :...
-
გაკვეთილის რეფლექსია მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 4 დეკემბერს,I...
-
მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 11 მაისს,VII კლასში ჩავატარე ხელოვნების გაკვეთილი თემაზე ,,ანრი მატისი-დიდი ბავშვი“.გაკვეთილ...
-
ინკლუზია ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩართვას ნიშნავს. ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები...
Комментариев нет:
Отправить комментарий