вторник, 12 декабря 2017 г.

გაკვეთილი ,,ოქრომრავალი კოლხეთი"

გაკვეთილის რეფლექსია მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 4 დეკემბერს,IX კლასში ჩავატარე ხელოვნების გაკვეთილი თემაზე ,,ოქრომრავალი კოლხეთი“.გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობდა ე.ს.გ.-დან რომლის ფორმულირებაც შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე: მოსწავლეები გაიხსენებენ კოლხეთის მდებარეობას და მით სარგონავტების შესახე; მოსწავლეები გაიგებენ და აღწერენ კოლხური კულტურის უმთავრეს მახასიათებლებს; შეადარებენ ბერძნული და კოლხური კულტურის ნიმუშებს, მოახდენენ მსგავსება-განსხვავეის აღმოჩენას; მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი აზრის გამოთქმას და არგუმენტირებულ მსჯელობას. ხანგრძლივობა იყო 40წთ. გაკვეთილს დაესწრო 27 მოსწავლე არ ესწრებოდა 4 საპატიო მიზეზის გამო. გაკვეთილზე ვიმუშავე გეგმის მიხედვით. დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი.წინარე ცოდნის გასააქტიურებლად,კითხვა-პასუხის მეთოდით მოსწავლეებმა გაიხსენეს ძვ.კოლხეთის მდებარეობა რუკაზე ჩვენებით და მითი არგონავტებზე. შემდეგ აქტიური ლექციის გამოყენებით მოსწავლეებს გავაცანი ინფორმაცია კოლხური ოქროს და ოქრომჭედლობის უნიკალურობის შესახებ,რისთვისაც გამოვიყენე სახელმძღვანელო. მოსწავლეებმა გამოიჩინეს ინტერესი და დისკუსიის ფორმით გაიმართა მსჯელობა. ამ მეთოდით მოსწავლეებმა თანდათან ააგეს ცოდნა თემის ირგვლივ.დისკუსიაში ჩართული ვიყავი მეც,როგორც დამხმარე.მომდევნო აქტივობა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და გამოიწვია მოსწავლეთა განწყობის ამაღლება,კერძოდ, Power-Point-ში წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს გავაცანი ვანში აღმოჩენილი ძვ.კოლხური სამკაულები.ამ ფორმით მოსწავლეებში გავააქტიურე ვიზუალურსივრცითი უნარი,რაც დამეხმარა მომდევნო აქტივობაში,რომელიც გულისხმობდა წყვილებში ძვ.კოლხურ და ძვ.ბერძნულ ნამუშევრებში მსგავსება-განსხვავების დადგენას Venni-ს დიაგრამის გამოყენებით. მომეჩვენა,რომ მოსწავლეებმა საინტერესოდ შეასრულეს დავალება. ნამუშევრების პრეზენტაციისას მათ არგუმენტირებულად იმსჯელეს და გააკეთეს დასკვნები.ეს აქტივობა შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით წინასწარ შემუშავებული და მოსწავლეებთან შეთანხმებული კრიტერიუმების გამოყენებით.დატვირთული დავალების შესრულების შემდეგ,მცირე განტვირთვისთვის გავაკეთე პრეზენტაცია ,,კოლხური საგანძური“ Power-Point-ის საშუალებით.ამ პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს თემის შეჯამების მიზნით, მიეცათ საშუალება ამოეცნოთ, გაკვეთილზე შესწავლილი, ეროვნული ზარაფხანის მიერ თანამედროვე კოლექციაში გამოყენებული ძვ.კოლხური ოქრომჭედლობის ელემენტები,ამ აქტივობის შესაფასებლად გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება. მოსწავლეებს მოეწონათ პრეზენტაცია,ზოგიერთმა გამოთქვა სამკაულების შეძენის სურვილი.გაკვეთილის ბოლოს შევაფასე ორი მოსწავლე საკლასო მსჯელობაში-განმსაზღვრელი შეფასებით(წინასწარ შემუშავებული და მოსწავლეებთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით).გაკვეთილის თემით შევძელი კლასის დაინტერესება და მოსწავლეებმა მოისურვეს ექსკურსია თბილისის სახელმწიფო ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ზარაფხანაში.გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება: მომდევნო გაკვეთილისთვის,საკუთარი ფანტაზიით,დახატონ რომელიმე სამკაული და გამოიყენონ კოლხური ელემენტები. ვფიქრობ,რომ გაკვეთილი იყო შედეგიანი,შევძელი მოსწავლეთა დაინტერესება და აქტივობებში ჩართვა,რაშიც დამეხმარა ჩემს მიერ Power-Point-ში აწყობილი პრეზენტაციები.თუმცა კარგი იქნებოდა გამომეყენებინა დაწყვილებული გაკვეთილი და გამეზარდა დისკუსიის და მოსწავლეთა პრეზენტაციის დრო,რადგან მომეჩვენა,რომ ზოგიერთ მოსწავლეს სურდა დამატებით გამოეთქვა საკუთარი აზრი.კარგი იქნება,მომავლისთვის,შეძლებისამებრ,გაკვეთილი ჩატარდეს ეროვნულ მუზეუმში. მასწ:თ ქართველიშვილი 5.12.2017ს.წ.
გამოყენებული რესურსები აქტივობისთვის
შეფასების სქემები

воскресенье, 11 июня 2017 г.

კვირის სამუშაო გეგმა (მოსწავლისთვის)

კვირის  გეგმა
საგანი: ხელოვნება
თემა: ,,რენესანსი და ბაროკო“
შესრულების ვადა:
სახელი,გვარი -
             მოცემულ დავალებას ვამუშავებ ინდივიდუალურად
             მოცემულ დავალებას ვამუშავებ წყვილში/ჯგუფურად (მიუთითე
            ვისთან ერთად) ----------------------------------------------------------------------------------

          მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაამუშავო თემა ,,რენესანსი და ბაროკო“.ცხრილში მოცემულია როგორც სავალდებულო,ასევე არჩევითი დავალებები.ოთხი არჩევითიდან უნდა აირჩიო ორი.ასევე შენი არჩევანია მარტო შეასრულებ ამ დავალებას,თუ თანაკლასელთან/თანაკლასელებთან ერთად.დავალებებიც თავად გადაანაწილე დროში.ძირითად ლიტერატურად გამოიყენე სახელმძღვანელოს მესამე თავი,ასევე ჩემს მიერ მოწოდებული სამუშაო ფურცელი (ვენის დიაგრამა).კარგი იქნება თუ თავადაც მოიპოვებ დამატებით ინფორმაციას საკითხებზე ინტერნეტსა თუ სხვა წყაროებში. დათქმულ დღეს შენ უნდა შეძლო კლასის წინაშე შენ მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
სავალდებულო
დავალებები
ეს მე უკვე
შევასრულე
რა სირთულეებს
წავაწყდი
რა დამეხმარა ამ
სირთულეების
გადალახვაში
1.გააკეთე მოკლე მიმო-
ხილვა რენესანსის პე-
რიოდის შესახებ.



2.გვ.53  მოცემული რე-
პროდუქციებიდან შე-
ადარე ერთმანეთს: ვლა-
დიმირის ღვთისმშობ-ელი და სანდრო ბოტი-
ჩელის ,,გაზაფხული“,
ცალკეული დეტალების მიხედვით (სამოსი,გარე-მო,ფონი,ფიგურების
მოძრაობა,სივრცის გად-
მოცემა).



3.იმსჯელე,როგორი
იყო რენესანსის ეპო-
ქის მოდა.



4. ჩამოაყალიბე,რას გვე-
უბნება რენესანსის ეპოქაზე,ამ პერიოდის პორტრეტი.



5.შეადარე ერთმანეთს
გვ.62-ზე მოცემული
ჯოვანი ბელინის ,,ჯვარ-
ცმა“ და რუბენსის ,,ჯვარცმა“.აღმოაჩინე ბაროკოს ეპოქისთვის
დამახასიათებელი
ნიშნები.



არჩევითი დავალებები



1.იპოვე მსგავსება და განსხვავება,რენესანსის და ბაროკოს მხატვრობაში,შეავსე Venn-ის დიაგ-
რამა.



2.მოამზადე მოხსენება თემაზე ,,ფლანდრია-
პიტერ პაულ რუბენსი“.



3.შექმენი პრეზენტაცია
Power-Point-ში ,,უკვდავი რენესანსი“.



4.ქრონილოგიურად დააწყე რენესანსის პერიოდის რეპროდუქციები (გვ.52
გვ.56).






вторник, 30 мая 2017 г.

2016-2017ს.წ.პროექტი,,გააცოცხლე ეპოქა"(მეშვიდე კლასი)

რეფლექსია პროექტის განხორციელება ამ საგნის ფარგლებში,მეტად მნიშვნელოვანია,რადგან საგანს ხელოვნების,შემოქმედების სამყაროში შეჰყავს მოსწავლე და თავად მას უბიძგებს საკუთარი შემოქმედებითი აქტივობისკენ.სწორედ პროექტის განხორციელებისას უნდა მოხდეს მოსწავლის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება.ეს აქტივობა მიზნად ისახავს პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ცოდნის განმტკიცებას. მიმდინარე სასწავლო წელს, მეშვიდე კლასის სასწავლო მასალის პირველი თავის-ძველი ცივილიზაციები,დამთავრების შემდეგ,გადავწყვიტე მოსწავლეები ჩამება საგნობრივ პროექტში.პროექტის თემის შესარჩევად მოსწავლეებთან ჩავატარე საუბარი,რომლის მიზანი იყო პროექტის თემის და იდეის განსაზღვრა,ჩამოვაყალიბეთ პროექტის სახელიწოდება ,,გააცოცხლე ეპოქა“(შუამდინარეთი,ძვ.ეგვიპტე,ძვ.საბერძნეთი, ძვ.რომი). ყველა მოსწავლეს გაუჩნდა პროექტში ჩართვის და შემოქმედებითი აქტივობის სურვილი საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით. მოსწავლეებს დავავალე არჩეული პროექტის მიზნისა და საბოლოო შედეგის განსაზღვრა(გამოფენა,პრეზენტაცია და ა.შ).ამისთვის მათ მივეცი დრო სამი დღე.დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბე პროექტის მიზანი, შედეგი და პროექტზე მუშობის ვადა,დავგეგმეთ პრეზენტაციის დღე. თემის არჩევის შემდეგ,თითოეულ მოსწავლესთან ერთად განვსაზღვრე თუ რა სახით მიიღებდა იგი მონაწილეობას ამ პროექტში,შესაბამისად მოსწავლეებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფები,აირჩიეს ჯგუფის ლიდერები და დაგეგმეს აქტივობები თემატიკის მიხედვით..შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი: I შუამდინარეთი, II ძვ.ეგვიპტე,III ძვ.საბერძნეთი, IV ძვ.რომი.ჯგუფებს მიეცათ დავალება,დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, ჩამოეწერათ სამუშაო მასალა პრაქტიკული სამუშაოსთვის.ამის შემდეგ სკოლის დირექციას მივმართე წერილობითი თხოვნით შეეძინათ, მოსწავლეების მიერ შერჩეული სამუშაო მასალა,რაზედაც დადებითი პასუხი მივიღეთ და შეძენილი მასალით(ფერადი მუყაო,ფერადი ფანქრები,ფლირთჩატი,მშრალი თიხა,წებო,ფერადი ქაღალდები,ე.წ. სკოჩი, ძერწი,აკვარელის და გუაშის საღებავები) ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა. მუშაობის პერიოდში,ეტაპობრივად ვეცნობოდი ჯგუფების მუშაობას და ვაძლევდი მითითებებს.რამოდენიმე მოსწავლესთან საჭირო გახდა სამუშაოს მოდიფიცირება მაგ.გიორგი მაისურაძეს და ნინო პირველს გაუმარტივდათ სამუშაო( ჯგუფის ლიდერმა შეამცირეს მათი საპრეზენტაციო რეფერატის მოცულობა)გონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით.ყველა ჯგუფმა იმუშავა წინასწარ განსაზღვრულ დროში და დაიცვა დროის ლიმიტი.მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი აღმოჩნდა ,კერძოდ კედლის გაზეთი,ბუკლეტი,საპრეზენტაციო რეფერატი,სივრცული-3D ნამუშევრები,თიხის ფიგურები(მონეტები).პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშვრები რესურსის სახით შესაძლებელია გამოიყენოს როგორც ხელოვნების ასევე ისტორიის მასწავლებელმა.მოსწავლეებმა ნაყოფიერად ითანამშრომლეს ჯგუფებში და შეიძინეს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები. დანიშნულ დღეს წარვადგინეთ პროექტები ,რომელსაც ესწრებოდა:სკოლის სასწავლო ნაწილი-მაკა კუპრაშვილი,VIIკლ.დამრიგებელი- ანა მკერვალიძე,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი-ქეთევან ხარებაშვილი.პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლები შეფასდნენ წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემების მიხედვით. აქტივობების შეფასებისას გამოიკვეთა,რომ მოსწავლეთა ცოდნა საუკეთესო იყო რეფერატების ,პრაქტიკული ნამუშევრების და ჯგუფური მუშაობის მხრივ,რადგან მათი პრაქტიკული ნამუშევრები საკმაოდ საინტერესო იყო,ჩანდა შემოქმედებითობა ,ხოლო რეფერატების პრეზენტაციისას საკმაოდ გამართული და დამაჯერებელი იყო მოსწავლეთა გამოსვლა.პრეზენტაციის დასრულებისას მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის ნიშნად გადავეცი სამახსოვრი სიგელები.


четверг, 25 мая 2017 г.

ჩემი შექმნილი სასწავლო ელექტრონული რესურსები

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა-ელ.რესურსი არის დამატებითი თვალსაჩინოება,მისი გამოყენებით გაკვეთილი საინტერესო და სახალისო ხდება.ჩემს მიერ შექმნილი რესურსი წარმოადგენს ვიქტორინას,რომელიც გამიზნულია მეშვიდე კლასისთვის.აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული სასწავლო მიზნის (ს.გ.VII.11 . მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.) მიღწევას. რესურსის შექმნის წინაპირობა იყო,შესწავლილი მასალის ,,რენესანსის და ბაროკოს ხელოვნება“განმტკიცება.რესურსის შექმნისას გავითვალისწინე სამიზნე ჯგუფის(მეშვიდე კლასი)საგნობრივი ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობის დონე.რესურსი მრავალჯერადია, შესაძლებელია გაკვეთილზე მისი გამოყენება და მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფის ჩართვა .ასეთ დავალებას მოსწავლეები სახლშიც დაამუშავებენ ,ამით სუსტ მოსწავლეს ეხსნება დაძაბულობა და კომპლექსი. ეს რესურსი იძლევა თვითშეფასების საშუალებას და მოსწავლეს უვითარებს ვიზუალურ აღქმის უნარს.გაკვეთილზე ,მოსწავლეები ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოემჟღავნებიმათ მეტი ცოდნა. რესურსის გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. რესურსის ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა:მოსწავლემ დააწყვილოს ნიმუშები შესაბამის ეპოქასთან დანართი შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა-ელ.რესურსი არის დამატებითი თვალსაჩინოება,მისი გამოყენებით გაკვეთილი საინტერესო და სახალისო ხდება.ჩემს მიერ შექმნილი რესურსი წარმოადგენს ვიქტორინას,რომელიც გამიზნულია მეშვიდე კლასისთვის.აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული სასწავლო მიზნის (ს.გ.VII.11 . მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.) მიღწევას. რესურსის შექმნის წინაპირობა იყო,შესწავლილი მასალის ,,თანამედროვე ხელოვნება“განმტკიცება/შეჯამება,განსხვავებული მეთოდით.რესურსის შექმნისას გავითვალისწინე სამიზნე ჯგუფის(მეშვიდე კლასი)საგნობრივი ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობის დონე.რესურსი მრავალჯერადია, შესაძლებელია გაკვეთილზე მისი გამოყენება და მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფის ჩართვა .ასეთ დავალებას მოსწავლეები სახლშიც დაამუშავებენ ,ამით სუსტ მოსწავლეს ეხსნება დაძაბულობა და კომპლექსი. ეს რესურსი იძლევა თვითშეფასების საშუალებას, მოსწავლეს უვითარებს ვიზუალურ აღქმის უნარს.გაკვეთილზე ,მოსწავლეები ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოემჟღავნებიმათ მეტი ცოდნა რათა მაღალი ქულა აეღოთ ტამაშის ბოლოს. რესურსის გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. რესურსის ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა:მოსწავლემ უნდა მონიშნოს სწორი პასუხი , შემდეგ "პასუხის შემოწმება". სწორი პასუხის შემთხვევაში მწვანე ფერი აციმციმდება, არასწორი პასუხის შემთხვევაში შესაბამისი შეტყობინება გამოვა. დანართი შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა-ელ.რესურსი არის დამატებითი თვალსაჩინოება,მისი გამოყენებით გაკვეთილი საინტერესო და სახალისო ხდება.ჩემს მიერ შექმნილი რესურსი წარმოადგენს კროსვორდს,რომელიც გამიზნულია მეშვიდე-მერვე კლ. მოსწავლეებისთვის.აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული სასწავლო მიზნის (ს.გ.VII.11 . მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები. ს.გ.IX.8. მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში) მიღწევას. რესურსის შექმნის წინაპირობა იყო,შესწავლილი მასალის თეორიული ცოდნის განმტკიცება/შეჯამება,განსხვავებული მეთოდით.რესურსის შექმნისას გავითვალისწინე სამიზნე ჯგუფის(მეშვიდე- მეცხრსკლასი)საგნობრივი ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობის დონე.რესურსი მრავალჯერადია, შესაძლებელია გაკვეთილზე მისი გამოყენება და მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფის ჩართვა .ასეთ დავალებას მოსწავლეები სახლშიც დაამუშავებენ ,ამით სუსტ მოსწავლეს ეხსნება დაძაბულობა და კომპლექსი. ეს რესურსი იძლევა თვითშეფასების საშუალებას და მოსწავლის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხარისხის შემოწმებას.გაკვეთილზე ,მოსწავლეები ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოემჟღავნებინათ ცოდნა . რესურსის გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა გაკვეთილზე. რესურსის ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა- მოსწავლემ უნდა შეავსოს კროსვორდი,კერძოდ მხატვრის გვარს მიუთითოს მიმდინარეობა მხატვრობაში,კროსვორდი ივსება ვერტიკალურად, ამისათვის ცალკეული პასუხების სიმბოლოები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. სიმბოლო 1 ჩართული უნდა იყოს პასუხ 1-ში, სიმბოლო 2, პასუხ 2-ში და ა.შ. დანართი შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

ჩემი შექმნილი რესურსი ,,თანამედროვე ხელოვნება"


ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ხელოვნება თემა ,,სიმეტრია,, 6კლ

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მათემატიკის მასწავლებელი: ლანა ნიჟარაძე ხელოვნების მასწავლებელი: თ.ქ თარიღი: კლასი: VI მოსწავლეთა რაოდენობა :...