вторник, 30 мая 2017 г.

2016-2017ს.წ.პროექტი,,გააცოცხლე ეპოქა"(მეშვიდე კლასი)

რეფლექსია პროექტის განხორციელება ამ საგნის ფარგლებში,მეტად მნიშვნელოვანია,რადგან საგანს ხელოვნების,შემოქმედების სამყაროში შეჰყავს მოსწავლე და თავად მას უბიძგებს საკუთარი შემოქმედებითი აქტივობისკენ.სწორედ პროექტის განხორციელებისას უნდა მოხდეს მოსწავლის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება.ეს აქტივობა მიზნად ისახავს პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ცოდნის განმტკიცებას. მიმდინარე სასწავლო წელს, მეშვიდე კლასის სასწავლო მასალის პირველი თავის-ძველი ცივილიზაციები,დამთავრების შემდეგ,გადავწყვიტე მოსწავლეები ჩამება საგნობრივ პროექტში.პროექტის თემის შესარჩევად მოსწავლეებთან ჩავატარე საუბარი,რომლის მიზანი იყო პროექტის თემის და იდეის განსაზღვრა,ჩამოვაყალიბეთ პროექტის სახელიწოდება ,,გააცოცხლე ეპოქა“(შუამდინარეთი,ძვ.ეგვიპტე,ძვ.საბერძნეთი, ძვ.რომი). ყველა მოსწავლეს გაუჩნდა პროექტში ჩართვის და შემოქმედებითი აქტივობის სურვილი საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით. მოსწავლეებს დავავალე არჩეული პროექტის მიზნისა და საბოლოო შედეგის განსაზღვრა(გამოფენა,პრეზენტაცია და ა.შ).ამისთვის მათ მივეცი დრო სამი დღე.დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბე პროექტის მიზანი, შედეგი და პროექტზე მუშობის ვადა,დავგეგმეთ პრეზენტაციის დღე. თემის არჩევის შემდეგ,თითოეულ მოსწავლესთან ერთად განვსაზღვრე თუ რა სახით მიიღებდა იგი მონაწილეობას ამ პროექტში,შესაბამისად მოსწავლეებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფები,აირჩიეს ჯგუფის ლიდერები და დაგეგმეს აქტივობები თემატიკის მიხედვით..შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი: I შუამდინარეთი, II ძვ.ეგვიპტე,III ძვ.საბერძნეთი, IV ძვ.რომი.ჯგუფებს მიეცათ დავალება,დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, ჩამოეწერათ სამუშაო მასალა პრაქტიკული სამუშაოსთვის.ამის შემდეგ სკოლის დირექციას მივმართე წერილობითი თხოვნით შეეძინათ, მოსწავლეების მიერ შერჩეული სამუშაო მასალა,რაზედაც დადებითი პასუხი მივიღეთ და შეძენილი მასალით(ფერადი მუყაო,ფერადი ფანქრები,ფლირთჩატი,მშრალი თიხა,წებო,ფერადი ქაღალდები,ე.წ. სკოჩი, ძერწი,აკვარელის და გუაშის საღებავები) ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა. მუშაობის პერიოდში,ეტაპობრივად ვეცნობოდი ჯგუფების მუშაობას და ვაძლევდი მითითებებს.რამოდენიმე მოსწავლესთან საჭირო გახდა სამუშაოს მოდიფიცირება მაგ.გიორგი მაისურაძეს და ნინო პირველს გაუმარტივდათ სამუშაო( ჯგუფის ლიდერმა შეამცირეს მათი საპრეზენტაციო რეფერატის მოცულობა)გონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით.ყველა ჯგუფმა იმუშავა წინასწარ განსაზღვრულ დროში და დაიცვა დროის ლიმიტი.მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი აღმოჩნდა ,კერძოდ კედლის გაზეთი,ბუკლეტი,საპრეზენტაციო რეფერატი,სივრცული-3D ნამუშევრები,თიხის ფიგურები(მონეტები).პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშვრები რესურსის სახით შესაძლებელია გამოიყენოს როგორც ხელოვნების ასევე ისტორიის მასწავლებელმა.მოსწავლეებმა ნაყოფიერად ითანამშრომლეს ჯგუფებში და შეიძინეს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები. დანიშნულ დღეს წარვადგინეთ პროექტები ,რომელსაც ესწრებოდა:სკოლის სასწავლო ნაწილი-მაკა კუპრაშვილი,VIIკლ.დამრიგებელი- ანა მკერვალიძე,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი-ქეთევან ხარებაშვილი.პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლები შეფასდნენ წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემების მიხედვით. აქტივობების შეფასებისას გამოიკვეთა,რომ მოსწავლეთა ცოდნა საუკეთესო იყო რეფერატების ,პრაქტიკული ნამუშევრების და ჯგუფური მუშაობის მხრივ,რადგან მათი პრაქტიკული ნამუშევრები საკმაოდ საინტერესო იყო,ჩანდა შემოქმედებითობა ,ხოლო რეფერატების პრეზენტაციისას საკმაოდ გამართული და დამაჯერებელი იყო მოსწავლეთა გამოსვლა.პრეზენტაციის დასრულებისას მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის ნიშნად გადავეცი სამახსოვრი სიგელები.


Комментариев нет:

Отправить комментарий

ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ხელოვნება თემა ,,სიმეტრია,, 6კლ

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მათემატიკის მასწავლებელი: ლანა ნიჟარაძე ხელოვნების მასწავლებელი: თ.ქ თარიღი: კლასი: VI მოსწავლეთა რაოდენობა :...