რეფლექსია
პროექტის განხორციელება ამ საგნის ფარგლებში,მეტად მნიშვნელოვანია,რადგან საგანს ხელოვნების,შემოქმედების სამყაროში შეჰყავს მოსწავლე და თავად მას უბიძგებს საკუთარი შემოქმედებითი აქტივობისკენ.სწორედ პროექტის განხორციელებისას უნდა მოხდეს მოსწავლის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება.ეს აქტივობა მიზნად ისახავს პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ცოდნის განმტკიცებას.
მიმდინარე სასწავლო წელს, მეშვიდე კლასის სასწავლო მასალის პირველი თავის-ძველი ცივილიზაციები,დამთავრების შემდეგ,გადავწყვიტე მოსწავლეები ჩამება საგნობრივ პროექტში.პროექტის თემის შესარჩევად მოსწავლეებთან ჩავატარე საუბარი,რომლის მიზანი იყო პროექტის თემის და იდეის განსაზღვრა,ჩამოვაყალიბეთ პროექტის სახელიწოდება ,,გააცოცხლე ეპოქა“(შუამდინარეთი,ძვ.ეგვიპტე,ძვ.საბერძნეთი, ძვ.რომი). ყველა მოსწავლეს გაუჩნდა პროექტში ჩართვის და შემოქმედებითი აქტივობის სურვილი საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით. მოსწავლეებს დავავალე არჩეული პროექტის მიზნისა და საბოლოო შედეგის განსაზღვრა(გამოფენა,პრეზენტაცია და ა.შ).ამისთვის მათ მივეცი დრო სამი დღე.დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბე პროექტის მიზანი, შედეგი და პროექტზე მუშობის ვადა,დავგეგმეთ პრეზენტაციის დღე.
თემის არჩევის შემდეგ,თითოეულ მოსწავლესთან ერთად განვსაზღვრე თუ რა სახით მიიღებდა იგი მონაწილეობას ამ პროექტში,შესაბამისად მოსწავლეებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფები,აირჩიეს ჯგუფის ლიდერები და დაგეგმეს აქტივობები თემატიკის მიხედვით..შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი: I შუამდინარეთი, II ძვ.ეგვიპტე,III ძვ.საბერძნეთი, IV ძვ.რომი.ჯგუფებს მიეცათ დავალება,დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, ჩამოეწერათ სამუშაო მასალა პრაქტიკული სამუშაოსთვის.ამის შემდეგ სკოლის დირექციას მივმართე წერილობითი თხოვნით შეეძინათ, მოსწავლეების მიერ შერჩეული სამუშაო მასალა,რაზედაც დადებითი პასუხი მივიღეთ და შეძენილი მასალით(ფერადი მუყაო,ფერადი ფანქრები,ფლირთჩატი,მშრალი თიხა,წებო,ფერადი ქაღალდები,ე.წ. სკოჩი, ძერწი,აკვარელის და გუაშის საღებავები) ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა.
მუშაობის პერიოდში,ეტაპობრივად ვეცნობოდი ჯგუფების მუშაობას და ვაძლევდი მითითებებს.რამოდენიმე მოსწავლესთან საჭირო გახდა სამუშაოს მოდიფიცირება მაგ.გიორგი მაისურაძეს და ნინო პირველს გაუმარტივდათ სამუშაო( ჯგუფის ლიდერმა შეამცირეს მათი საპრეზენტაციო რეფერატის მოცულობა)გონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით.ყველა ჯგუფმა იმუშავა წინასწარ განსაზღვრულ დროში და დაიცვა დროის ლიმიტი.მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი აღმოჩნდა ,კერძოდ კედლის გაზეთი,ბუკლეტი,საპრეზენტაციო რეფერატი,სივრცული-3D ნამუშევრები,თიხის ფიგურები(მონეტები).პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშვრები რესურსის სახით შესაძლებელია გამოიყენოს როგორც ხელოვნების ასევე ისტორიის მასწავლებელმა.მოსწავლეებმა ნაყოფიერად ითანამშრომლეს ჯგუფებში და შეიძინეს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
დანიშნულ დღეს წარვადგინეთ პროექტები ,რომელსაც ესწრებოდა:სკოლის სასწავლო ნაწილი-მაკა კუპრაშვილი,VIIკლ.დამრიგებელი- ანა მკერვალიძე,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი-ქეთევან ხარებაშვილი.პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლები შეფასდნენ წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემების მიხედვით. აქტივობების შეფასებისას გამოიკვეთა,რომ მოსწავლეთა ცოდნა საუკეთესო იყო რეფერატების ,პრაქტიკული ნამუშევრების და ჯგუფური მუშაობის მხრივ,რადგან მათი პრაქტიკული ნამუშევრები საკმაოდ საინტერესო იყო,ჩანდა შემოქმედებითობა ,ხოლო რეფერატების პრეზენტაციისას საკმაოდ გამართული და დამაჯერებელი იყო მოსწავლეთა გამოსვლა.პრეზენტაციის დასრულებისას მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის ნიშნად გადავეცი სამახსოვრი სიგელები.
вторник, 30 мая 2017 г.
четверг, 25 мая 2017 г.
ჩემი შექმნილი სასწავლო ელექტრონული რესურსები
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა-ელ.რესურსი არის დამატებითი თვალსაჩინოება,მისი გამოყენებით გაკვეთილი საინტერესო და სახალისო ხდება.ჩემს მიერ შექმნილი რესურსი წარმოადგენს ვიქტორინას,რომელიც გამიზნულია მეშვიდე კლასისთვის.აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული სასწავლო მიზნის (ს.გ.VII.11 . მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.) მიღწევას. რესურსის შექმნის წინაპირობა იყო,შესწავლილი მასალის ,,რენესანსის და ბაროკოს ხელოვნება“განმტკიცება.რესურსის შექმნისას გავითვალისწინე სამიზნე ჯგუფის(მეშვიდე კლასი)საგნობრივი ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობის დონე.რესურსი მრავალჯერადია, შესაძლებელია გაკვეთილზე მისი გამოყენება და მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფის ჩართვა .ასეთ დავალებას მოსწავლეები სახლშიც დაამუშავებენ ,ამით სუსტ მოსწავლეს ეხსნება დაძაბულობა და კომპლექსი. ეს რესურსი იძლევა თვითშეფასების საშუალებას და მოსწავლეს უვითარებს ვიზუალურ აღქმის უნარს.გაკვეთილზე ,მოსწავლეები ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოემჟღავნებიმათ მეტი ცოდნა. რესურსის გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.
რესურსის ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა:მოსწავლემ დააწყვილოს ნიმუშები შესაბამის ეპოქასთან
დანართი შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა-ელ.რესურსი არის დამატებითი თვალსაჩინოება,მისი გამოყენებით გაკვეთილი საინტერესო და სახალისო ხდება.ჩემს მიერ შექმნილი რესურსი წარმოადგენს ვიქტორინას,რომელიც გამიზნულია მეშვიდე კლასისთვის.აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული სასწავლო მიზნის (ს.გ.VII.11 . მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.) მიღწევას. რესურსის შექმნის წინაპირობა იყო,შესწავლილი მასალის ,,თანამედროვე ხელოვნება“განმტკიცება/შეჯამება,განსხვავებული მეთოდით.რესურსის შექმნისას გავითვალისწინე სამიზნე ჯგუფის(მეშვიდე კლასი)საგნობრივი ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობის დონე.რესურსი მრავალჯერადია, შესაძლებელია გაკვეთილზე მისი გამოყენება და მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფის ჩართვა .ასეთ დავალებას მოსწავლეები სახლშიც დაამუშავებენ ,ამით სუსტ მოსწავლეს ეხსნება დაძაბულობა და კომპლექსი. ეს რესურსი იძლევა თვითშეფასების საშუალებას, მოსწავლეს უვითარებს ვიზუალურ აღქმის უნარს.გაკვეთილზე ,მოსწავლეები ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოემჟღავნებიმათ მეტი ცოდნა რათა მაღალი ქულა აეღოთ ტამაშის ბოლოს. რესურსის გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.
რესურსის ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა:მოსწავლემ უნდა მონიშნოს სწორი პასუხი , შემდეგ "პასუხის შემოწმება". სწორი პასუხის შემთხვევაში მწვანე ფერი აციმციმდება, არასწორი პასუხის შემთხვევაში შესაბამისი შეტყობინება გამოვა.
დანართი შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
вторник, 23 мая 2017 г.
среда, 17 мая 2017 г.
CV
სახელი, გვარი
თამარ
არდაზიშვილი-ქართველიშვილი
დაბადების თარიღი: 1972წ. 11 მაისი
მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაკურციხე
ტელ: 577678551, 595134304
განათლება
.
თელავის ი.გოგებაშვილის სახ.სახელმწიფო პედ ინსტიტუტი-საზოგადოებრივ პრიფესიათა ფაკულტეტი
- ესთეთიკური აღზრდის მეთოდისტი (1990-1991წ.წ.)
. კვების მრეწველობის ინსტიტუტი, საინჟინრო-ტექნოლოგიურ-ეკონომიკური
ფაკულტეტი - მეღვინეობისა და საკონსერვო წარმოების ინჟინერ-ტექნოლოგ-ეკონომისტი(1992-1998წ.წ)
სამუშაო გამოცდილება
1991 წლიდან ვმუშაობ სსიპ ბაკურციხის საჯარო
სკოლაში (2006 წლიდან დღემდე ხელოვნების და
მუსიკის,1991-2006წ.წ. რელიგიის მასწავლებლად) მაქვს 26წ. მუშაობის უწყვეტი
სტაჟი
ტრენინგები
. 1991წ.
- პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების რესპუბლიკურ ინსტიტუტი- ატესტაცია, რელიგიის ისტორიის სასკოლო კურსის
ხელმძღვანელის კვალიფიკაცია;
სერთიფიკატები:
.
10.10.2006-22.12.2006 - ასოციაცია
,,ვეჟინის“ მიერ ორგანიზებული კომპიუტერის შემსწავლელი კურსი;
. 2008წ. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა
თავისუფალი პროფკავშირის გურგაანის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი
,,თანხების მოძიება“; პროექტების მომზადება ლოგიკური მიდგომით;
. 2011წ.
- სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ ორგანიზებული
ტრენინგ-კურსი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“;
. 2014წ. - ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მიერ ორგანიზებული 36 საათიანი ტრენინგ-კურსი ინტელის ძირითადი კურსი:პროექტებით
სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება;
. 2014წ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო-სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგი-ინკლუზიური
განათლება,სსსმ მოსწავლეთა ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში;
. 2016-2017ს.წ. მასწავლებლის სახლის მიერ ჩატარებული
პროფესიული უნარ-ჩვევების 2,5კრედიტიანი ტრენინგი.
კომპიუტერული უნარ-ჩვევები
საოფისე პროგრამები: Microsoft World, Microsoft Excel, PoverPoint საბაზისო ცოდნა
ენები
ქართული(მშობლიური), რუსული(კარგად), ინგლისური(საწყის
დონეზე)
გამოცდები
2016წ. ივნისში
ჩავაბარე ,მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა-სახვით და
გამოყენებით ხელოვნებაში.
ჰობი
მუსიკა (სიმღერა)
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ხელოვნება თემა ,,სიმეტრია,, 6კლ
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მათემატიკის მასწავლებელი: ლანა ნიჟარაძე ხელოვნების მასწავლებელი: თ.ქ თარიღი: კლასი: VI მოსწავლეთა რაოდენობა :...
-
გაკვეთილის რეფლექსია მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 4 დეკემბერს,I...
-
მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის 11 მაისს,VII კლასში ჩავატარე ხელოვნების გაკვეთილი თემაზე ,,ანრი მატისი-დიდი ბავშვი“.გაკვეთილ...
-
ინკლუზია ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩართვას ნიშნავს. ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები...